თავში

2020 წლიდან ზოგიერთი სპირტიანი სასმელების რეალიზაცია აიკრძალა

​2020 წლიდან ზოგიერთი სპირტიანი სასმელების რეალიზაცია აიკრძალა
2020 წლიდან ზოგიერთი სპირტიანი სასმელების რეალიზაცია აიკრძალა

მტავრობის დადგენილებით, აიკრძალა სპირტიანი სასმელების ბაზარზე განთავსება ან რეალიზაცია ისეთ ჭურჭელში, რომელიც დახურულია ფოლგის ან ტყვიის კაფსულების შემცველი თავსახურით ან საცობით. 

რეგლამენტით რეგულაციები წესდება სპირტიანი სასმელების იმ კატეგორიებზე, რომელიც მზადდება ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო ხილისგან, კენკროვნების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და სხვა ნედლეულისაგან. 

ბიზნესოპერატორების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ სპირტიანი სასმელების განთავსება ბაზარზე, რომელიც არ შეესაბამება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაშვებულია 2020 წლის პირველ იანვრამდე.

პროექტით დადგენილი მოთხოვნები ყველა ბიზნესოპერატორზე ვრცელდება. 

ცნობისთვის, სპირტიანი სასმელების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი საქართველოს მთავრობამ დაადგინა. 

დადგენილებაში გაწერილია მოთხოვნები სპირტიანი სასმელების დასახელებების, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირების შესახებ.

რეგლამენტი აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ სპირტიანი სასმელების წარმოების, ბაზარზე განთავსებისა და წარდგენის პირობებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system