თავში

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა
2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა

დღეს, კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ამით 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები დასრულდა. 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მიმდინარე კვირაში სესიაზე დაამტკიცებენ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის, განცხადებით,  მთავრობამ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტში ვადების დაცვით შემოიტანა. პირველადი ვერსიასთან შედარებით ნაწილობრივ გათვალისწინებულია პარლამენტის შენიშვნები და რეკომენდაციები.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, კომიტეტის მოთხოვნის საფუძველზე წარმოდგენილია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი, სადაც სხვადასხვა რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით გაწერილია თუ როგორ მოემსახურება მთავრობა დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

როგორც იცით, 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში ვალის მოცულობა და დეფიციტი საგრძნობლად იცვლება. ბიუჯეტის პროექტით 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 54.4%-ს, ხოლო დეფიციტი 8.5%-ია. რაც შეეხება სხვა პარამეტრებს პირვანდელ ვარიანტთან შედარებით არ შეცვლილა. ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ეკონომიკის შემცირება მინუს 4 %. 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება 15.923 მილიარდი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტით გადაზღვეულია რისკები უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის“, -განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system