თავში

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებაა

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებაა
2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებაა

მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტს აკორექტირებს. იზრდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

"ჩვენ გამოვალთ ალბათ, ძალიან მალე ბიუჯეტის კორექტირების პროექტით. ჩვენ გვექნება არათუ შემცირებული, არამედ გაზრდილი ხარჯები. იმიტომ რომ ესეც სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

დღესვე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ მთავრობა რამდენიმე დღეში  ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს. 


"გლობალური სურათიდან გამომდინარე, შევიმუშავოთ უფრო კომპლექსური გეგმა. ეს მოიცავს არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ მთლიანად ბიზნესის სტიმულირებას. ეს ცხადია, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები, როგორც საქართველოში, არამედ მსოფლიოში", - თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system