თავში

2020 წლის ექვს თვეში საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა - ხუციშვილი

2020 წლის ექვს თვეში საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა - ხუციშვი
2020 წლის ექვს თვეში საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა - ხუციშვილი

2021 წლის ივნისში ეკონომიკა 2019 წლის ივნისთან მიმართებით 9%-ზე მეტად გაიზარდა, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, რომელმაც 2021 წლის ივნისში დაფიქსიბეული ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა.

„მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7 პროცენტით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ 2020 წელთან მიმართებით, 9%-ზე მეტით გაიზარდა ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2021 წლის ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12.7%-ით, რაც პრაქტიკულად, ამყარებს ჩვენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system