თავში

2020 წლის I ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

2020 წლის I ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა
2020 წლის I ნახევარში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

2020 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოს მოსახლეობამ, ჯამურად, 6.4 მილიარდ კილოვატ საათი ელექტროენრგია მოიხმარა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.5%-ით ნაკლებია. 

ამის შესახებ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკური ანგარიშიდან ირკვევა.

ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების მიუხედავად, ქვეყანაში ელექტროენერგიის იმპორტი გაზრდილია. სპეციალისტები იმპორტის ზრდას ადგილობრივი ენერგოგამომუშავების კლებას უკავშირდებენ, ხოლო ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების კლებას პანდემიით შემცირებულ ეკონომიკურ აქტივობით ხსნიან. მათი პროგნოზით,  ელექტროენერგიის მოხმარების კლების ტენდენცია  2020 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რასაც სპეციალისტები კვლავ ეკონომიკური აქტოვობის შემცირებასთან აკავშირებენ.

ცნობისთვის, ჯამურად, მიმდინარე წლის 6 თვეში ელექტროენერგიის იმპორტმა ჯამირად 787.1 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც, 2019 წელთან შედარებით, 26.53%-ით მეტია.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ადგილობრივ გამომუშავებას, ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 4.36 მილიარდი კილოვატ საათს გაუტოლდა, რაც. წინა წლის მაჩვენებელს  8.7%-ით ჩამორჩება. თბოსადგურების გამომუშავება კი 1.26 მილიარდი კილოვატ საათია, რაც წლიურ ჭრილში ამ მაჩვენებლის 10.7%-იან კლებაზე მეტყველებს.

რაც შეეხება ელექტროენერგიის ექსპორტს, ის 134.2 მილიონი კოლოვატ საათი იყო, ეს მაჩვენებელიც წლიურად 42.7%-ით არის შემცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system