თავში

2020 წლის პანდემიური ეკონომიკის ზარალის მასშტაბი შეფასდა

2020 წლის პანდემიური ეკონომიკის ზარალის მასშტაბი შეფასდა
2020 წლის პანდემიური ეკონომიკის ზარალის მასშტაბი შეფასდა

არასამთავრობო ორგანიზაცია HUB – Georgia ს ინციატივით, გაიმართა ონლაინ კონფერენცია თემაზე: საქართველო - 2020 წლის ეკონომიკური კრიზისის პირობებში - კრიზისის დაძლევის გზები;

კონფერენციაზე მიმოიხილეს გასული წლის დანაკარგები, რაც ქვეყნის ეკონომიკამ პანდემის მიზეზით განიცადა.

ეკონომიკის ვარდნა - 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის 3.5%-ით, ხოლო საგარეო ვაჭრობის ბრუნვის 9.6%-ით შემცირების ფონზე, საქართველოს ეკონომიკამ დაკარგა 4.5 მილიარდი ლარი, მოსალოდნელი 5.0 %-იანი ზრდის ნაცვლად შემცირდა 6.1%-ით. 2020 წლის აპრილში ეკონომიკამ განიცადა, მაქსიმალური - 16.6 % იანი ვარდნა. შედარებისათვის 2009 წლის „ეკონომიკური კრიზის“ პერიოდში ეკონომიკა შემცირდა - 3.6% ით;
ეკონომიკის ვარდნა ციფრებში - 2019 წლის რეალური მშპ - 40.3 მილიარდი ლარს შეადგენდა, 2020 წელს, საქართველოს მშპ 5% - ით გაზრდის პირობებში, მიაღწევდა 42.3 მილიარდ ლარს, რაც 2 მლრდ ლარით გაზრდილ ეკონომიკას ნიშნავდა. ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეალური მშპ, 6.1%-ით შემცირდა და ქვეყნის ეკონომიკა რეალურად 37.8 მილიარდ ლარის ტოლფასი გახდა რაც 2.5 მილიარდი ლარის კლების ტოლფასია;

სახელმწიფო ვალი - 2020 წლის მდგომარეობით ქვეყნის მთლიანმა ვალმა - 30 მლრდ ლარი შეადგენა, მათ შორის შიდა ვალი - 6 მლრდ ლარი, საგარეო ვალი - 24 მლრდ ლარი. 2020 წელს ქვეყნის მთლიანი ვალი 9.4 მლრდ ლარით გაიზარდა, მაშ შორის შიდა ვალი - 1.8 მლრდ ლარით, საგარეო ვალი - 7.6 მლრდ ლარით. პანდემიის პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე მოსული საგარეო ვალი - 46% ით (5540 ლარიდან - 8110 ლარამდე) გაიზარდა; 

სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი - 2020 წელს ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა - 4,3 მლრდ ლარი შეადგინა. ბიუჯეტის შესრულება - ბიუჯეტში გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლების 10.5 მილიარდი ლარის ნაცვლად, 9.4 მილიარდი ლარით (89.5%) შესრულდა. ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, - უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში პირველად დეფიციტში აღმოჩნდა, 2020 წელს ბიუჯეტში შემოსავლების სახით - 10, 5 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ხარჯებმა 12,5 მლრდ ლარი შეადგინა. საოპერაციო სალდო - 2,0 მლრდ ლარი; 

საშუალო და მცირე ბიზნესის მდგომარეობა - 2020 წელს სახეზეა დღგ ს გადამხდელ საწარმოთა, ბრუნვის დრამატული შემცირება - აპრილის თვეში, წინა წლის აპრილთან შედარებით, ვადნა - 32.8 % ია;

ლარის გაუფასურება - 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა, ლარის კურსზე დაწოლის შესარბილებლად, საერთაშორისო რეზერვებიდან ინტერვენციების სახით, ჯამურად გახარჯა 873 მლნ აშშ დოლარი, მიუხედავად ამისა - 14.3% დაეცა ლარის კურსი;

საქართველოს ექსპორტ იმპორტის მაჩვენებელი - სავაჭრო სალდო - საგარეო ვაჭრობა - 2020 წელს ექსპორტი წლიურად 12.0 %-ით შემცირდა და 3.3 მლრდ დოლარი შეადგინა, იმპორტი 15.9 %-ით შემცირდა 8.0 მლრდ დოლარი შეადგინა. სავაჭრო სალდო - წლიურად 18.4%-ით შემცირდა და 4.7 მლრდ დოლარს გაუტოლდა. საექსპორტო - 10 ძირითადი ტვირთის სახეობიდან 6 შემცირდა. საიმპორტო - 10 ძირითადი ტვირთიდან - 10 ვე შემცირდა;

რეექსპორტის ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენა - ბაზრის ცვალებად კონიუნქტურის მიმართ, რეექსპორტი არასტაბილურია. 2014 წელს აზერბაიჯანმა დააწესა 10 და მეტი წლის ავტოტრანსპორტის იმპორტის აკრძალვა, რამაც გამოიწვია რეექსპორტის ჩამოშლა, ანალოგიური პროცესი განმეორდა და დამატებით პანდემიაც დაემთხვა, კერძოდ სომხეთის მიერ - 2020 წელს ავტოტრანსპორტის განბაჟების ტარიფის გაზრდა. შედეგი - მყისეურად - 2019 წელთან შედარებით, ავტომობილების რეექსპორტი განახევრდა - ვარდნამ 329 მლნ დოლარი, 45%-ი შეადგინა; 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - 2020 წლის 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა 228 მლნ დოლარით, უცხოური პორტფელური ინვესტიციები 792 მლნ დოლარით - ჯამში შემცირებამ ერთი მილიარდი დოლარი შეადგინა;

ფულადი გზავნილები - 2020 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების სახით - 1.88 მილიარდი დოლარი შემოვიდა, 2019 წელთან შედარებით - ზრდა 8.8% - ია. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ეს წყარო გაიზარდა;

სიღარიბე - 2020 წელს - საქართველოში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 100,000 -ით გაიზარდა. საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების რაოდენობამ - 532,000-ს მიაღწია. მოსახლეობის - 14.3% თვეში 60 ლარის ოდენობის დახმარებას იღებს. საარსებო შემწეობის მიმღებთა ბაზაში - 149 000 ოჯახი არის რეგისტრირებული, რაც ოჯახების 13.9%-ს შეადგენს. მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად - საქართველოში ეკეონომიკური კრიზის დროს 160,000 მოქალაქე სიღარიბეში აღმოჩნდა - 400,000 ადამიანს შემოსავალი შეუმცირდა;

სატრანსპორტო სექტორი: რკინიგზა - პანდემიის პერიოდში სარკინიგზო გადაზიდვები, ევროპასა და აზიას შორის 40% ით გაიზარდა. საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები - 2020 წელს კრიზისული ვითარების მიუხედავად, არ შემცირებულა - 11.1 მლნ ტონა შეადგინა. რკინიგზის ფინანსური მაჩვენებლები - 2020 წლის 9 თვეში - კომპანიის ზარალმა - 118 მილიონი ლარი შეადგინა.  სამგზავრო გადაყვანების შემოსავლები - 59.4% ით შემცირდა;

საერთაშორისო საავტომობილო სატრანზიტო გადაზიდვები - 2020 წლის პანდემიის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ გართულებული იყოს საზღვრებზე მძღოლების უსაფრთხოდ გადაადგილება, ტრანზიტად საქართველოზე - 315 000 სატვირთო ავტოტრანსპორტმა (6% ით მეტი), გაიარა. 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, 3.2-ჯერ გაიზარდა ტრანზიტულად მოძრავი ავტოტრანსპოტის რაოდენობა, რაც უპირველეს ყოვლისა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების ზრდითაა განპირობებული;

ნავსადგურები - (ფოთი, ბათუმი, ყულევი) 2020 წელს ჯამურად გადამუშავებული ტვირთების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით უმნიშვნელოდ - 6%-ითაა შემცირებული. ფოთის ნავსადგურის ტვირთების გადამუშავების გრძელვადიან ტრენდის გაანალიზებისას, ბოლო 9 წელიწადში, წლიური ტვირთბრუნვა 6 - 8 მლნ ტონამდე მერყეობს და ზრდის ტენდენცია არ გააჩნია, რაც მიუთითებს რომ ნავსადგურის ინფრასტრუქტურა არ ვითარდება. ბათუმის ნავსადგური - 2020 წელს 9%-ით გაიზარდა ტვირთების გადამუშავება, გამოსაყოფია მშრალი ტვირთების 29 % - იანი ზრდა. ბოლო წლებში თხევადი ტვირთების მუდმივი შემცირების ფონზე, ბათუმის ნავსადგურის მიერ 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით 33% - იანი ზრდა, დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს, მაგრამ 2012 წელთან შედარებით 5 ჯერ შემცირდა თხევადი ტვირტების გადამუშავება, რაც ნავსადგურში ნავთობის გადატებისათვის მოწყობილი ინფრასტრუქტურის დაბალი უკუგებით გამოყენებაზე მიუთითებს. სავალალო მდგომარეობაა, ყულევის ნავსადგურში - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ერთნაირ მოცულობას - 1.6 – 1.7 მლნ ტონას ატარებს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2012 – 2015 წლების მაჩვენებლებს, როდესაც 2.1 – 2.5 მლნ ტონას ატარებდა. აღსანიშნავია, რომ ყულევის ნავსადგურების ნავთობის გატარების შესაძლებლობა წელიწადში 10 მლნ ტონას შეადგენს, პრაქტიკულად ნავსადგური 20% - ითაც არ არის დატვირთული;

საკონტეიენერო გადაზიდვები - 2020 წლის პერიოდში ჩინეთიდან - ევროპაში, 40 ფუთიანი კონტეინერის გადაზიდვის ღირებულება 2500 აშშ დოლარიდან 9 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა, რამაც გადაზიდვების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, შედეგად მკვეთრად შემცირდა გადაზიდვაზე დაკვეთების რაოდენობა, 2020 წელს 2019 წლის „პიკურ“ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებში 25%-ით შემცირდა (ჯამურად 490 370 ერთეული კონტეინერი) საკონტეინერო ტვირთების გადამუშავება, გრძელვადიანი ტრენდის გათვალისწინებით, დადებით შედეგს წარმოადგენს; 

საჰაერო სამგზავრო გადაყვანები - პანდემიის პერიოდში - მსოფლიოს ავიაკომპანიებმა იზარალეს 370 მილიარდი დოლ, აეროპორტებმა - 115 მილიარდი დოლ, ავიანავიგაციის მომსახურების მიმწოდებლებმა - 13 მილიარდი დილ. ევროპის ქვეყნებმა ჯამურად იზარალეს - 100 მილიარდი დოლარით. მსოფლიო ტენდენცია - 2020 წელს 2019 წელთან შედარებით საჰაერო გადაყვანები 60% ითაა შემცირებული 4,5 მილიარდი მგზავრიდან 1.8 მილიარდ მგზავრამდე. საქართველოში 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, საჰაერო გადაყვანები 84% - ით შემცირდა და 0.83 მლნ მგზავრი შეადგინა, დარგი ამ მაჩვენებლით 2010 წლის დონეს გაუთანაბრდა. TAV Georgia მ 2020 წელს 590 ათასი მგზავრი გადაიყვანა, რაც 2005 წლის დონეს ასახავს;

ტურიზმის სფერო - მსოფლიო მასშტაბით ტურიზმი 74%-ით შემცირდა. ტურიზმის სექტორმა დაკარგა - 1.3 ტრილიონი აშშ დოლარი და 100-120 მილიონი სამუშაო ადგილი. 2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები - 82%-ით შემცირდა და 0.5 მილიარდი დოლარი შეადგინა. პანდემიამდე ქვეყანაში ტურიზმის დარგი 3 მილიარდი დოლარის გენერირებას ახდენდა. ტურისტულ ინდუსტრიაში 300 ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი;

საბანკო სექტორის ზარალი - ჯამური აქტივები ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად წლიურად 22%-ითაა გაზრდილი და 56.9 მილიარდ ლარს შეადგენს. თუმცა, 8 ჯერ შემცირდა ჯამური მოგება. 2019 წელს 15 ბანკის ჯამური მოგება 853 მილიონი ლარიდან 2020-ში 99 მილიონ ლარამდე შემცირდა, ამასთან 8 ბანკს მოგების ნაცვლად ზარალი დაუფიქსირდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული სამივე ქართული კომპანიის -“თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” აქციების ღირებულება შემცირდა საშუალოდ 28 – 50 % ის ფარგლებში;

პრივატიზაციის სფერო - 2019 წელს მთავრობამ პრივატიზების ახალი ტალღა დაანონსა და პროექტი "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" დაიწყო. პრივატიზების მოსალოდნელი შემოსავალი 140 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობას პრივატიზაციიდან 130 მლნ ლარის მობილიზება ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო, 

საბიუჯეტო პარამეტრები, 90 მლნ ლარამდე შეამცირდა. 2020 წლის 6 თვეში ბიუჯეტში 57 მლნ ლარია მობილიზებული;

სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანი მართვა - სახელმწიფო კომპანიების ზარალიანობის მიზეზი არაეფექტიანი გადაწყვეტილებებია. 2013 წლიდან მოგება ზარალმა შეცვალა. თავდაპირველად ჯამური წაგება 41.5 მილიონი ლარი იყო, 2014 წელს ეს რიცხვი 98 მილიონ ლარამდე გაიზარდა, 2015 წელს – 795 მილიონი ლარი შეადგინა, 2016 წელს ზარალი 540 მილიონ ლარამდე შემცირდა, 2017 წელი - 644 მილიონი ლარია, 2018 წელს რეკორდულ ნიშნულს - 805.3 მილიონ ლარს მიაღწია, რაც ქვეყნის მშპ-ის 1.9%-ის ტოლფასია. 2019 წელს - ზარალი 380 მლნ ლარამდე შემცირდა. 

წამგებეიანი საწარმოები - მარაბდა კარწახის რკინიგზა - 183 მილიონი ლარი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - 85 მილიონი ლარი, ენერგოტრანსი - 26 მილიონი ლარი. 2020 წელს რკინიგზა 130 მლნ ლარის ზარალზე გავიდა;

სახელმწიფო კომპანიების ვალდებულებები - ზარალთან ერთად, გაზრდილია სახელმწიფო კომპანიების საერთაშორისო თუ ადგილობრივი ვალდებულებები. 2012 წელს უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოების კრებსითი ვალი 4 მილიარდ ლარიდან, 2017 წელს - 6.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა; 

განათლების სფერო - 2019 წელს საქართველოს განათლების სექტორის შემოსავლებმა 2.0 მლრდ ლარი შეადგინა (მშპ-ს 4.1%). კერძო სექტორის წილი მზარდია და 2019 წელს 0.5 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოელი სტუდენტების ზრდის პოტენციალი - 50 000 სტუდენტია, ამ რაოდენობის უცხოელი სტუდენტის მიღების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკა მიიღებს დამატებით 1.2 მლრდ ლარს, რაც მშპ-ის 2.4% -ია;

იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულება - 2020 წელს საქართველომ უცხოეთიდან (აზერბაიჯანი - 36.4 მლნ დოლ., რუსეთი - 14.5 მლნ დოლ., თურქეთი 13.6 მლნ დოლ.) ელექტოენერგიის მთლიანი მოხმარების 13,2%, ანუ 64.5 მილონი დოლარის 1.6 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძინა. ენგურჰესის სარეაბილიტაციოდ გაჩერების გამო ელექტროენერგიის მაღალი იმპორტი 2021 წელსაც გაგრძელდება;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system