თავში

2021-2023 წლებში საქართველო ADB-ისგან $1 მილიარდს მიიღებს

2021-2023 წლებში საქართველო ADB-ისგან $1 მილიარდს მიიღებს
2021-2023 წლებში საქართველო ADB-ისგან $1 მილიარდს მიიღებს

2021-2023 წლებში საქართველო აზიის განვითარების ბანკთან არსებული სასესხო შეთანხმებების ფარგლებში $1 მილიარდი დოლარის დაფინანსებას მიიღებს, - ამის შესახებ ADB საქართველოს დირექტორმა შეინ როზენტალმა საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის გამოცემასთან საუბარში განაცხადა. მისი განმარტებით, ეს დაფინანსება ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სხვადასხვა რეფორმის ხელშეწყობაზე დაიხარჯება. მთავარი აქცენტი გაკეთდება სოფლის მეურნეობაზე, ენერგოსექტორზე და განათლების სექტორზე.

"2021-2023 საოპერაციო ბიზნეს გეგმის ფარგლებში, ADB ხელს შეუწყობს კერძო სექტორის მონაწილეობას ინფრასტრუქტურის განვითარებაში, პროექტებით და კორპორატიული დაფინანსებით. აქცენტი კეთდება განახლებად ენერგიაზე, ჰიდროენერგიაზე და არსებული ენერგოობიექტების განახლებაზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, წყლის გადამუშავებაზე, წყალმომარაგების და კანალიზაციის ინფრასტრუქტურაზე, ტურიზმზე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე რთულად მისასვლელ არეალებში და დასახლებულ პუნქტებში,"- ამბობს შეინ როზენტალი.

2020 წელს COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისთან გამკავებისთვის ADB-საქართველოს შორის ხელმოწერილი სასესხო შეთანხმებები იყო:


1) COVID-19-ზე აქტიური რეაგირების და დანახარჯების მხარდაჭერის პროგრამა (100 მილიონი აშშ დოლარი);
2) ფისკალური მდგრადობის და სოციალური დახმარების მხარდაჭერის პროგრამა 1 (200 მილიონი აშშ დოლარი).

შარშანვე დამტკიცდა პროგრამა ადამიანური კაპიტალის და სამუშაო უნარ-ჩვევების (პროფესიული განათლების) ხელშეწყობის მიზნით, რომლის ღირებულებაც $70 მილიონია. ADB-იმ 2020 წელსვე საქართველოსთვის ასევე დაამტკიცა რეგიონების წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების დაფინანსების $150-მილიონიანი პროგრამა.

ბანკმა 2019 წელს დაამტკიცა $415 მილიონიანი სესხი ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობისთვის, ასევე 2019 წელს ADB-იმ დაამტკიცა $278 მილიონის სესხი აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის (14.7 კმ). 

2018 წელს ADB-იმ ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას 12-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის $300 მილიონიანი სესხი დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system