თავში

2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ზრდით იქნება პირველი

2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ზრდით იქნება პირველი
2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ზრდით იქნება პირველი

გიორგი გახარია - საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში რეგიონში იქნება პირველ ადგილზე, ეკონომიკური ზრდის 5,5%-ით

ეკონომიკური ვარდნა შემცირდა 16-დან 5,5%-მდე, გარდა ამისა, მცირედი, მაგრამ გაუმჯობესება გვაქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში და ასევე სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს ექსპორტში - 8%-ზე მეტი წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მაჩვენებლები საფუძველია იმისთვის, რომ სწრაფად აღდგეს და შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და ქვეყანას ჰქონდეს კონკურენტული უპირატესობა.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე - ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა. მინიმალური ზიანი უნდა მიიღოს ეკონომიკამ. გარკვეული შედეგები მეორე ტალღის დაწყებამდე ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვქონდა. მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა შემცირდა 16-დან 5,5%-მდე. გარდა ამისა, მცირედი, მაგრამ გაუმჯობესება გვაქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში და ასევე სერიოზული გაუმჯობესება გვაქვს ექსპორტში - 8%-ზე მეტი წინა წლის სექტემბერთან შედარებით. ეს ყველაფერია საფუძველი იმისთვის, რომ სწრაფად აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, გარდა ამისა, ქვეყანამ პოზიტიური რეიტინგები შეინარჩუნოს იმისთვის, რომ პოსტკრიზისულ ეკონომიკურ აღდგენის პერიოდში გვქონდეს ის კონკურენტული უპირატესობა, რაც მოგვცემს საშუალებას, სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ ეს ყველაფერი იქნა სწორად დანახული და საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმა საქართველოს შეუნარჩუნეს რეიტინგები. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია იმ ტურბულენტობაში, რაც განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში და ასევე ევროპაში ხდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. .

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში რეგიონში იქნება პირველ ადგილზე, ეკონომიკური ზრდის 5,5%-ით.

„ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს 2021 წელს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5% ექნება, ხოლო 2021-2025 წლების განმავლობაში რეგიონში იქნება პირველ ადგილზე, ეკონომიკური ზრდის 5,5%-ით. ეს არის საპროგნოზო ციფრები და თუ ჩვენ სწორად ვმართავთ ვირუსს და ეკონომიკურ პროცესებს, გვექნება შესაძლებლობა, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system