თავში

2021 წელს 400 ახალი მილიარდერი გამოჩნდა

2021 წელს 400 ახალი მილიარდერი გამოჩნდა
2021 წელს 400 ახალი მილიარდერი გამოჩნდა

Forbes-ის სიაში 2021 წელს 400 ახალი მილიარდერი გამოჩნდა. მათი მთლიანი ქონება 17 დეკემბრის მონაცემებით 1 ტრილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ყველაზე მდიდარი ახალბედა მილიარდერი კაზინოების მაგნატის, შელდონ ადელსონის ქვრივი გახლავთ. მემკვიდრეობით მიღებული ქონების მოცულობამ 27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2021 წელს მილიარდერების სიას შეუერთდა ბილ გეიტსის უკვე ყოფილი მეუღლე, მელინდა გეიტსი. განქორწინების შემდეგ მელინდამ 6 მილიარდი აშშ დოლარის ქონება მიიღო.

პოპვარსკვლავი რიანა 2021 წელს არა მხოლოდ მილიარდერი, არამედ ყველაზე მდიდარი მომღერალი ქალიც გახდა. იგი საკუთარი კოსმეტიკის ბრენდის, Fenty Beauty-ის 50%-იანი წილის მფლობელია და მისი ქონება 1.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 

2021 წელს მილიარდერთა სიას კიდევ ერთი პოპვარსკვლავი – კიმ კარდაშიან ვესტი შეუერთდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ჰიპ-ჰოპ-არტისტ კანიე ვესტს დაშორდა. მისი ქონება 17 დეკემბრის მონაცემებით 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system