თავში

2021 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 6% იქნება

2021 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა 6% იქნება
2021 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა  6% იქნება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, COVID-19 პანდემიის შედეგად განცდილი 2020 წლის ღრმა ეკონომიკური კრიზისის შემდგომ, 2021 წლის პირველ ნახევარში გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღება დაიწყო. თუმცა პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკები ჯერ კიდევ მაღალია - მთელ რიგ ქვეყნებში კვლავ დაწესებულია შეზღუდვები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ეკონომიკურ საქმიანობას. 

თუმცა მასშტაბური ვაქცინაციის პარალელურად და შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებასთან ერთად ეკონომიკური აქტივობა მცირედ გაუმჯობესდა განვითარებულ ქვეყნებში. რაც შეეხება მზარდ და განვითარებად ქვეყნებს, აქ ვაქცინაციის პროცესი დაბალი ტემპით მიმდინარეობს და ინფიცირების მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია, შედეგად, ეკონომიკური აქტივობის აღდგენის პროცესიც შედარებით სუსტია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ივლისის განახლებული პროგნოზის მიხედვით გლობალური ეკონომიკური ზრდა 2021 წელს, წინა პროგნოზის მსგავსად, 6% იქნება, თუმცა, განხორციელებული ფისკალური და მონეტარული სტიმულის ფონზე, მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, პირველ ნახევართან შედარებით, კვლავაც მოსალოდნელია ზრდის ტემპების გაუმჯობესება. ამავე პროგნოზით, 2022 წელს 4.9%-იანი გლობალური ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. რაც შეეხება მზარდ და განვითარებად ქვეყნებს, მათი რეალური ზრდის პროგნოზი 2021 წელს 6.3%-ს უტოლდება, ხოლო 2022-ში კი 5.2%-ის ფარგლებშია. მიმდინარე წელს ინფლაციური მოლოდინები გლობალურად გაზრდილია, რის ფონზეც ინფლაციის მოსალოდნელი დონე 3.5%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system