თავში

2021 წელს ინფლაციას 4%-ზე ვარაუდობენ

2021 წელს ინფლაციას 4%-ზე ვარაუდობენ
2021 წელს ინფლაციას  4%-ზე ვარაუდობენ

ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის განცხადებით, 2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში საშუალოდ 4%-ის დონეზე შენარჩუნდება. 

რეფინანსირების განაკვეთი არის სებ-ის ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რომელსაც ინფლაციის მართვისას გამოიყენება.

"იანვარში, ჩვენი პროგნოზი ამ ეტაპზე გვეუბნება, რომ საშუალოდ ინფლაცია 4 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება 2021 წელს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ უფრო მიზანშეწონილია გამკაცრებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის უფრო გახანგრძლივებულად შენარჩუნება. რეფინანსირების განაკვეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელსაც ინფლაციის მართვისას ვიყენებთ“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძის განცხადებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოთვლისას, საქსტატი საერთაშორისო მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. მისი აზრით, საქსტატის მიერ კომუნალური ტარიფების სუბსიდიის ყოველთვიურ ინფლაციაში გათვალისწინება, გამართლებულია, რადგან როცა რაიმე საქონლის ფასი იზრდება და ეს ზრდა დაფარულია სახელმწიფო ან სხვა რაიმე ტიპის სუბსიდირებით, ეს შინამეურნეობის ხარჯებსა დ,ა შესაბამისად, ფასების ინდექსზეც, რომელიც ინფლაციის საზომია, აისახება.


საქსტატის დღევანდელი ანგარიშის თანახმად, იანვარში ინფლაცია 2.8% იყო. კომუნალური ტარიფების სუბსიდირების გამოკლებით კი ინფლაცია 4.57%-ს უტოლდება.

ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system