თავში

2021 წელს საქართველოში უმუშევრობა შემცირდება - BAG

2021 წელს საქართველოში უმუშევრობა შემცირდება - BAG
2021 წელს საქართველოში უმუშევრობა შემცირდება - BAG

2021 წლის მეორე კვარტალში, 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, „საქართველოს ბიზნეს (BAG) წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი გამოკითხული კომპანიების 23.3%-მა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა, 10.7%-მა შეამცირა, ხოლო 66%-ს არ შეუცვლია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კვლევითი ცენტრი PMC აქვეყნებს, რომელიც BAG-თან ერთად ყოველკვარტალურ გამოკითხვას ატარებს და დასაქმების ბარომეტრს აქვეყნებს. აღნიშნული ბარომეტრის მიზანია, ასახოს დასაქმების მხრივ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში და BAG–ის წევრი კომპანიების მოლოდინი დასაქმების ცვლილებებთან დაკავშირებით მომდევნო სამი თვის განმავლობაში.

ბარომეტრის მონაცემების თანახმად, 2021 წლის მესამე კვარტალის მოლოდინები უფრო პოზიტიურია, ვიდრე მეორე კვარტალში დაფიქსირებული ცვლილებები. გამოკითხული კომპანიების 31.4% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელის 2021 წლის მესამე კვარტალში, 64.7% ცვლილებას არ გეგმავს, ხოლო შემცირებას მხოლოდ 3.9% აპირებს.

აღნიშნული პოზიტიური მოლოდინების გათვალისწინებით, 2021 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში შრომის ბაზარზე მდგომარეობა შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალოს და უმუშევრობის დონე შემცირდეს. თუმცა სიტუაცია დიდწილად დამოკიდებულია ვირუსის გავრცელებაზე და მისი გავრცელების პრევენციისთვის შესაძლო შეზღუდვების დაწესებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system