თავში

2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ

2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ
2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ

"2021 წლიდან იქნება აბსოლუტურად ახლებური მიდგომა ვენახში ხარისხის კონტროლის კუთხით. ეს ქართული ღვინის სექტორს თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს," - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისა და ცნობადობის შექმნის კუთხით ერთი ეტაპი უკვე გავლილია.

„2018 წელს სრულად გამოვედით სუბსიდირების რეჟიმიდან და კერძო სექტორმა ყველა მიმართულებით მოახერხა ყურძნის დაბინავება. რაც შეეხება ხვანჭკარას და სხვა მიმართულებებს, ყველა ადგილწარმოშობის მიმართულებებით სპეციფიკური მიდგომები იქნება. ეს იქნება თვისობრივად მნიშვნელოვანი ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და 2021 წლიდან იქნება აბსოლუტურად ახლებური მიდგომა ვენახში ხარისხის კონტროლის კუთხით. ეს ქართული ღვინის სექტორს თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. ღვინის ხარისხის გაუმჯობესებისა და ცნობადობის შექმნის კუთხით ერთი ეტაპი გავიარეთ, თუმცა ეს საკმარისი არაა. ამ პროცესში გლობალური კონკურენციაა, მთელი მსოფლიო რაღაცას აკეთებს და ჩვენ განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს. 2021 წლიდან ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ღვინის ექსპორტი გაიზარდა. საექსპორტო ბაზრებზე 21,265 მლნ დოლარის ღვინო გავიდა, რაც წლის მაქსიმუმია. მაჩვენებელი 14%-ით არის გაზრდილი წინა წლის სექტემბერთან შედარებითაც.

სექტემბრის გაზრდილი ექპორტის მიუხედავად, ქართული ღვინის 9 თვის ჯამურ ექსპორტში თითქმის 6%-იანი კლებაა. 

იანვარ-სექტემბერში საექსპორტო ბაზრებზე 143 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა. შემცირებულია ექსპორტი ღვინის მთავარ სარეალიზაციო ბაზარებზე რუსეთში (კლება 10.5%-ია და 82.5 მლნ დოლარს შეადგენს) და ჩინეთშიც ( 9 თვის განმავლობაში 9,5 მლნ დოლარის ღვინოა გაყიდული).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system