თავში

2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექციის უფლებამოსილება ფართოვდება

2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექციის უფლებამოსილება ფართოვდება
2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექციის უფლებამოსილება ფართოვდება

2021 წლის 01 იანვრიდან შრომის ინსპექციის უფლებამოსილება ფართოვდება.

შრომის ინსპექცია შრომითი უსაფრთხოების გარდა, შეამოწმებს შრომის უფლებების დაცვის საკითხს. შრომით უფლებების კონტროლში იგულისხმება მაგალითისათვის შემდეგი საკითხები: თუ რამდენად აძლევს დამსაქმებელი დასაქმებულს კუთვნილ შვებულებას, რამდენად უნაზღაურებს ე.წ. ბიულეტინს, მუშაობს თუ არა დასაქმებული ზეგანაკვეთურად და რამდენად უნაზღაურდება ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათები, გაფორმებული აქვს თუ არა დასაქმებულს ხელშეკრულება წერილობითი ფორმით და რა ვადით, დროულად ხდება თუ არა ხელფასების მიცემა და სხვა.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ძალიან ხშირად დასაქმებულს არ აქვს შესაძლებლობა უფლებების შელახვის ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბროს, ვინაიდან მას ეშინია სამსახურის დაკარგვის. ასეთ შემთხვევაში ახალი რეგულაციით თავად დასაქმებულის გარდა, შრომის ინსპექციისათვის მიმართვის უფლება შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე ეძლევა პროფკავშირებს და სახალხო დამცველის აპარატს. უფლებადამცველების განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმებულის იდენტიფიცირების გარეშე, პროფკავშირს ექნება საშუალება კომპანიის შემოწმება მოსთხოვოს შრომის ინსპექციას. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი ინსპექციამ დააჯარიმოს დამსაქმებელი.  

შრომის ახალი კოდექსი პარლამენტმა 17 ოქტომბერს დაატკიცა. ბიზნესი განხორციელებულ ცვლილებებს იწონებს. დადებითად აფასებენ შრომის კანონში შესულ ცვლილებებს აშშ-ის და ევროკავშირის ელჩებიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system