თავში

სერგი კაპანაძე: 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკას კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს

2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკას კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს
სერგი კაპანაძე: 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკას კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია და ხელისუფლებას შემოაქვს შეზღუდვები, რომლებიც უდიდეს დარტყმას აყენებს კერძო ბიზნესს, ამ დროს ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდა არის ამორალური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებით კიდევ ერთელ აჩვენებს, რომ საზოგადოებასთან აქვს კონტაქტი დაკარგული და არ იცის სად არის პრობლემა ეკონომიკაში.

„ეს ხელისუფლება აჩვენებს, რომ საერთოდ არანაირი ხედვა არ აქვთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევა. ერთიმხრივ, შემოიღეს შეზღუდვები და რეგულაციები, რომლითაც უდიდესი დარტყმა მიაყენეს კერძო ბიზნესს და მეორემხრივ, ამბობენ, რომ პირიქით, ხელფასები უნდა გაიზარდოს საჯარო სამსახურებში.

ეს არის სრულიად ამორალური დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, ეს არის არაპრაგმატული დამოკიდებულება, ეს არის დამოკიდებულება, რომელიც ამ ეკონომიკას კიდევ უფრო გამოუთხრის ძირს.

ეკონომიკური კრიზისის დროს, რასაც მთავრობა უნდა აკეთებდეს არის ქამრების მოჭერა, საჯარო სამსახურებში ხელფასების შემცირება, პრემიების შემცირება და ზოგადად თანხების დაზოგვა და არა ისევ გაზრდა ბიუროკრატიაზე.

ამდენი წლის მერე, როდესაც ისევ ამას სჩადიან, ნიშნავს, რომ საერთოდ აქვთ დაკარგული კონტაქტი საზოგადოებასთან და ვერ ხვდებიან საერთოდ სად არის პრობლემა ეკონომიკაში,“- განაცხადა კაპანაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system