თავში

2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ეკონომიკური შოკების გავლენა დიდია

2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ეკონომიკური შოკების გავლენა დიდია
2021 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ეკონომიკური შოკების გავლენა დიდია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ,,საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტზე დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით გათვალისწინებულ პარამეტრებზე ეკონომიკური შოკების გავლენა დიდია.

სახელმწიფო აუდიტორების განმარტებით,  2020 წელს მომხდარმა კორონავირუსის (COVID 19) პანდემიამ სრულიად შეცვალა როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენცია. აღნიშნულის შედეგად, სსიპ - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში 12.3%-ით შემცირდა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიისა და არსებული გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფისკალური დისციპლინის მდგრადობასა და ფისკალური პოლიტის პასუხების სწორად განსაზღვრას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის კანონპროექტის შემდგომი განხილვის პროცესში, გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდეგი რეკომენდაციები:

"ბიუჯეტის კანონპროექტზე თანდართული „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში 2020 და 2021 წლებისთვის წარმოდგენილი ეკონომიკური ზრდისა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო სააგენტოების პროგნოზებთან შედარებით ოპტიმისტურად გამოიყურება. რამდენადაც მაკროეკონომიკური ინდიკატორების საპროგნოზო მაჩვენებლებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ფისკალურ პარამეტრებზე, მიზანშეწონილია, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავების პროცესში მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული მიმდინარე წლის ტენდენციები და ალტერნატიული წყაროების პროგნოზები; მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის დოკუმენტში წარმოდგენილი ეკონომიკური შოკების ანალიზი არ იძლევა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ თუ მათი სხვადასხვა ხარისხით მატერიალიზაცია რა მასშტაბით მოახდენს გავლენას ეკონომიკურ პარამეტრებზე. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი რისკ-ფაქტორები და მათგან გამოწვეული ეფექტები ეფუძნებოდეს შესაბამის რაოდენობრივ ინდიკატორებს, რაც შესაძლებელს გახდის მოცემული შოკების რეალიზაციის შეფასებას და ანალიზს," - განმარტებულია ბიუჯეტის აუდიტორულ დასკვაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system