თავში

2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება

2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება
2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება

დედაქალაქის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტი 1.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება. მიდი შეფასებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ხმალაძე დასძენს, ყოველ წელს თბილისისთვის და თბილისის მოსახლეობისთივის მინიმუმ ერთი მილიარდი ლარი იხარჯებოდა.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020 წელს მოხდა პანდემია და ამან საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ეკონომიკურ სექტორზე, არამხოლოდ, საქართველოში, მთელ მსოფლიოში. რა საკვირველია, საბიუჯეტო შემოსავლებზე ეს გარკვეულწილად გავლენას ახდენს. 2021 წელი შეიძლება ითქვას, რომ არის ის წელი, სადაც ნეგატიური ეკონომიკური გავლენები ისევ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი საბიუჯეტო შემოსავლებისთვის, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც ხედავთ, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წარმოდგენილია მილიარდ 50 მლნ ლარის ოდენობით, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა. იმ გამოწვევებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით პასუხობს. იანვარში ეს ოდენობა კიდევ 50 მლნ ლარით გაიზრდება, ეს არის ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების საგანი“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის საკრებულო, დღეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს. ბიუჯეტის პროექტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელსაც 2021 წლის იანვარში დაემატება 50 მილიონი ლარი. ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება. 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. მათ შორის, საბინაო პროგრამების მიმართულებით, დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 425 მილიონი ლარი გამოიყოფა. მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, ბაგები - უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, ასევე ახალი პარკი ვარკეთილის ხევში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყოფა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძე მიიჩნევს, რომ 2021 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტით გათვალისწინებული პროექტები თბილისის სწორ განვითარებას უზრუნველყოფს.

დედაქალაქის ბიუჯეტს იწუნებს ოპოზიცია. სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, კი 2021 წლის ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეა ორიენტირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system