თავში

2021 წლის II კვარტალში კომპანიების 49%-მა ფასები გაზარდა - BAG

2021 წლის II კვარტალში კომპანიების 49%-მა ფასები გაზარდა - BAG
2021 წლის II კვარტალში კომპანიების 49%-მა ფასები გაზარდა - BAG

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, გამოკითხული კომპანიების დიდმა ნაწილმა (48.5%) განაცხადა, რომ 2021 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასები გაზარდა, ხოლო 41.8%-მა ფასები უცვლელად შეინარჩუნა. კომპანიების 9.7% კი აცხადებს, რომ აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა. 

სექტორალურ ჭრილში, ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში გამოკითხულ კომპანიათა უმრავლესობამ, 2021 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გაყიდვების ფასების ზრდა დააფიქსირა. 

2021 წლის II კვარტლის შეფასება  გამოკითხული კომპანიების 49% აცხადებს, რომ 2021 წლის II კვარტალში, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, გაყიდვების ფასები იზრდება. 48%-ის განცხადებით, გაყიდვების ფასები არ იცვლება, ხოლო 3%-ისთვის მცირდება. 

მრეწველობის და ვაჭრობის სექტორებში გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ გაყიდვების ფასები, 2021 წლის II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით, გაიზარდა. 

სექტორებს შორის, მშენებლობის სექტორში, პროცენტულად ყველაზე მეტმა კომპანიამ დააფიქსირა ფასების შემცირება, 2021 წლის II კვარტალში, I კვარტალთან შედარებით.

2021 წლის III კვარტლის მოლოდინი გამოკითხულ კომპანიათა 39.2% ვარაუდობს გაყიდვების ფასების ზრდას, 2021 წლის III კვარტალში, 2021 წლის II კვარტალთან შედარებით, მაშინ როცა 55.9% არ ელოდება ამ მაჩვენებლის ცვლილებას, ხოლო 4.9%-ის მოლოდინია, რომ ფასები დაიკლებს. 

სექტორალურ ჭრილში, ყველაზე დადებითი მოლოდინი გაყიდვების ფასებთან მიმართებით მრეწველობის სექტორში ფიქსირდება, სადაც გამოკითხულ კომპანიათა 60% მოელის გაყიდვების ფასების ზრდას, 2021 წლის III კვარტალში, 2021 წლის II კვარტალთან შედარებით

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system