თავში

2021 წლის ივნისში სარეზერვო ფულის მოცულობამ 5.1 მლრდ ლარი შეადგინა

2021 წლის ივნისში სარეზერვო ფულის მოცულობამ 5.1 მლრდ ლარი შეადგინა
2021 წლის ივნისში სარეზერვო ფულის მოცულობამ 5.1 მლრდ ლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო ფასების ცვლილების ყოველთვიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2021 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მოცულობა 75.6 მლნ ლარით (1.5 პროცენტით) შემცირდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 5.1 მლრდ ლარი შეადგინა. საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 80.4 მლნ ლარით (1.5 პროცენტით) შემცირდა. პერიოდის ბოლოსათვის, სარეზერვო ფულის წლიური ზრდის ტემპი 5.8 პროცენტს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონებით ინტერვენციები არ განუხორციელებია. და Bmatch პლატფორმის მეშვეობით სებ-ის წმინდა გაყიდვები 9.3 მლნ აშშ დოლარი იყო, შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა, ივნისში 60.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით 69.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ივნისში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 284.7 მლნ ლარით გაიზარდა და მისი მოცულობა პერიოდის ბოლოსთვის 988.2 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 20 მლნ ლარის და დაიფარა იმავე ოდენობის ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერთიფიკატები.

აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, რეფინანსირების სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 500.0 მლნ ლარით გაიზარდა და 1,410.0 მლნ ლარი შეადგინა. ერთთვიანი სესხის მოცულობა უცვლელია და 400 მლნ ლარს უტოლდება, ხოლო ერთდღიანი სესხი 170.0 მლნ ლარით გაიზარდა. ამავე პერიოდში, მცირე და საშუალო ბიზნესის ლიკვიდობის მხარდამჭერი სესხის ნაშთის ოდენობა გაიზარდა 23.5 მლნ ლარით. ამასთან, დაიფარა მუდმივმოქმედი სვოპი 337.8 მლნ ლარის ოდენობით. შედეგად, საანგარიშო პერიოდში, ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 354.9 მლნ ლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსთვის, 2,539.9 მლნ ლარს გაუტოლდა. გარდა ამისა, თვის განმავლობაში 208.1 მლნ ლარით შემცირდა სავალუტო სვოპის მოცულობა. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების წმინდა შესყიდვამ კი 108.3.0 მლნ ლარი შეადგინა.

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, თვის განმავლობაში სარეზერვო ფულის მოცულობა 75.8 მლნ ლარით შემცირდა. მათ შორის, ნაღდი ფული მიმოქცევაში - 15.7 მლნ ლარით, ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები - 23.4 მლნ ლარით გაიზარდა. ამასთან. კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთების ოდენობა 83.4 მლნ ლარით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system