თავში

2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა აშშ-ში 7% იქნება

2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა აშშ-ში 7% იქნება
2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა აშშ-ში 7% იქნება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შერბილების პარალელურად, 2021 წლის პირველ ნახევარში ზრდის ტემპები საგრძნობლად გაუმჯობესდა აშშ-ში. 

კერძოდ, საგარეო მოთხოვნა დასტაბილურდა, სამომხმარებლო განწყობები და დანახარჯები გაიზარდა უმუშევრობის დონის კლების კვალდაკვალ. მასშტაბური ვაქცინაციის, ძლიერი ფისკალური და მონეტარული სტიმულის ფონზე, ეკონომიკური აქტივობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. თუმცა საკმაოდ გაიზარდა ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, რომელმაც ივნისში 5.4% შეადგინა. 

მიუხედავად ამისა, ფედერალური სარეზერვო სისტემა ფედერალური ფონდების განაკვეთს უცვლელად ინარჩუნებს. სსფ-ს ივლისის შეფასებით, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა აშშ-ში 7% იქნება. ხოლო 2022 წელს კი - 4.9%. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 2021 წელს 2.3% შეადგენს, ხოლო 2022 წლის პროგნოზი კი 2.4%-ის ფარგლებშია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ივლისის განახლებული პროგნოზის მიხედვით გლობალური ეკონომიკური ზრდა 2021 წელს, წინა პროგნოზის მსგავსად, 6% იქნება, თუმცა, განხორციელებული ფისკალური და მონეტარული სტიმულის ფონზე, მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, პირველ ნახევართან შედარებით, კვლავაც მოსალოდნელია ზრდის ტემპების გაუმჯობესება. ამავე პროგნოზით, 2022 წელს 4.9%-იანი გლობალური ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. რაც შეეხება მზარდ და განვითარებად ქვეყნებს, მათი რეალური ზრდის პროგნოზი 2021 წელს 6.3%-ს უტოლდება, ხოლო 2022-ში კი 5.2%-ის ფარგლებშია. მიმდინარე წელს ინფლაციური მოლოდინები გლობალურად გაზრდილია, რის ფონზეც ინფლაციის მოსალოდნელი დონე 3.5%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system