თავში

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვა იწყება

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვა იწყება
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვა იწყება

საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში განსახილველად შედის. კანონმდებლები კომიტეტებსა და ფრაქციებში პროექტის განხილვის გრაფიკზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.

პროცედურების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი გაწერს გრაფიკს, რომლის მიხედვით, არაუგვიანეს 22 ოქტომბრისა, კომიტეტები, ფრაქციები განიხილავენ მომავალი წლის მთავარა ფინანსურ დოკუმენტს. 

საკომიტეტო და ფრაქციული განხილვების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარე შენიშვნებით დაუბრუნებს მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტს. 

მთავრობა დოკუმეტს გადაამუშავებს და ნოემბერში ხელახლა წარუდგებს საკანონმდებლო ორგანოს 2021 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებულ ვერსიას.

"სახელწმწიფო ბიუჯეტში, როგორც ყოველთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში აუცილებლად იქნება პრიორიტეტული ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სფერო, განათლება. ბევრი მიმართულება იქნება გაუმჯობესებული და იქნება მორგებული ადამიანზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე და მის ღირებულებებზე“, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გურამ მაჭარაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system