თავში

2022-25 წლების სამოქმედო გეგმაზე სპეციალური ჯგუფები იმუშავებენ

2022-25 წლების სამოქმედო გეგმაზე სპეციალური ჯგუფები იმუშავებენ
2022-25 წლების სამოქმედო გეგმაზე სპეციალური ჯგუფები იმუშავებენ

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, 12 მარტამდე სამინისტროებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე, ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტების შედგენასა და  საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის გაწერაზე იმუშავებენ. 

ბრძანება მთავრობის მეთაურმა უკვე გამოსცა, რომლის მიხედვიტ, სამუშაო ჯგუფის მუშაობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს უწყებეთა ეკონომიკური სამსახური, ხოლო სამუშაო ჯგუფს უხელმძღვანელებს მინისტრი ან სამინისტროს ეკონომიკური სამსახურის კურატორი მინისტრის მოადგილე.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებაშია განმარტებული, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზანი 2022-25 წლების სამოქმედო გეგმის შექმნაა.

სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა შესაძლებელია, ეთხოვოთ სხვა დაინტერესებულ პირებსაც, თუმცა, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ასეთი პირი, პრემიერის ბრძანებაში დაკონკრეტებული არ არის.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო კომისია უახლოესი 3 თვის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების გეგმაზე იმუშავებს და პირველ დოკუმენტსმაისის ბოლოს წარმოადგენს. მისივე განმარტებით, კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და ასევე მოწვეულები იქნებიან მაღალი დონის ექსპერტები. ეკონომიკის სექტორული განვითარებისა და აღდგენის პროცესში პარლამენტიც ჩაერთვება.

ეკონომისტები და ფინანსისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავრობა აუცილებლად მიუბრუნდება ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელიც ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს შემუშავდა. ესაა ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020“. ექსპერტები ამბობენ, როპმ მთავრობას წლობით გადადებულ გეგმაში გარკვეული კორექტირების შეტანა მოუწევს, რომელსაც ახალ სიცოცხლეს შესძენს. სპეციალისტების ნაწილი ამტკიცებს, რომ ეკონომიკური განვითარების გეგმა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მასში გაანალიზებული და სიღრმისეულად გაშლილია ეკონომიკის ყველა მიმართულება, განსაკუთრებით რეალური სექტორის განვითარების პერსპექტივა, რაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს.

მთავრობის მიერ დაანონსებული გრძელვადიანი გეგმის მიმართ ეკონომიკის ექსპერტებს კითხვები აქვთ.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system