თავში

2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია მთავრობის ვალის მოცულობა - ფინანსთა მინისტრი

2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია მთავრობის ვალის მოცულ
2022 წლის ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია მთავრობის ვალის მოცულობა - ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, წარდგენილია საქართველოს პარლამენტში.

დოკუმენტის მიხედვით, 2022 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ს რეალური ზრდა 6.0%-ის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებში საშუალოდ 5.5%-ის ფარგლებში.

2022 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 15 193,4 მლნ ლარს. 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2022 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი იზრდება 2 271,4 მლნ ლარით (17,6%-ით).

2022 წლის ბოლოსთვის, PPP პროექტების ჩათვლით, საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-სთან მიმართებით შეადგენს 52.7%-ს.

„თქვენ იცით, რომ გასულ წელს პანდემიის გამო ვალის მოცულობამ შეადგინა მშპ-ს 60% და ეკონომიკის აღდგენის პირველივე წელს, ჩვენ შევძელით, დაახლოებით, 7.3 პროცენტული პუნქტით შეგვემცირებინა ვალის დონე 2022 წლისთვის, რაც იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 18 443.3 მლნ ლარია.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ასახულია დამატებითი ხარჯები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სახელმწიფო პენსიის ინდექსაცია და მასწავლებელთა ხელფასების ზრდა კარიერული სქემის შესაბამისად.

„2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ხარჯების დაფინანსებას 500.0 მლნ ლარის ოდენობით. „ეს ძირითადად მოიცავს მკურნალობის, ვაქცინის ხარჯებს, რომელიც დამატებით შესაძლოა ქვეყანას დასჭირდეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system