თავში

2024 წლიდან სარწყავი წყლის ტარიფებს სემეკი დაადგენს

2024 წლიდან სარწყავი წყლის ტარიფებს სემეკი დაადგენს
2024 წლიდან სარწყავი წყლის ტარიფებს სემეკი დაადგენს

სარწყავი წყლის ტარიფებს სავარაუდოდ, 2024 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) დაადგენს. საკანონმდებლო ორგანო  "წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ" კანონპროექტი განიხილავს, რომელიც ირიგაციის სექტორის რეფორმას ითვალისწინებს.

საირიგაციო სექტორში ახალი ცნება შემოდის. კანონპროექტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ჩამოყალიბდება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები, რომლებიც სასმელი წყლის დანიშნულების ადგილამდე მიტანას, მათ მართვაში არსებული საკომუნიკაციო სისტემების დახმარებით უზრუნველყოფენ. ამ ორგანიზაციებს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, პირველადი წყალმოსარგებლე გააკონტროლებს. 

კანონს, პარლამენტი სავარაუდოდ მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე მიიღებს. კანონპროექტის მომზადების პროცესში მსოფლიო ბანკის "ირიგაციისა მიწის ბაზრის გავითარების პროექტის" ექსპერტები იყვნენ ჩართულნი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system