თავში

2025 წლისთვის ელექტრომობილები ბაზრის მესამედს დაიკავებენ

2025 წლისთვის ელექტრომობილები ბაზრის მესამედს დაიკავებენ
2025 წლისთვის ელექტრომობილები ბაზრის მესამედს დაიკავებენ

Boston Consulting Group (BCG)-ის მონაცმებით, 2025 წლისთვის ელექტრომობილები ბაზრის მესამედს დაიკავებენ, ხოლო 2030 წელს – 51%-ს. BCG-ის 2020 წლის მონაცემებით, კოვიდპანდემიის 2020 წელს მსოფლიო ბაზარზე ელექტრომობილების წილი 12%-ით გაიზარდა მაშინ, როცა 2019 წელს 8%-ს შეადგენდა. როგორც BCG-ში პროგნზირებენ, 2026 წელს მსოფლიოში გაყიდული მსუბუქი ავტომობილებიდან ნახევარზე მეტი ელექტრომობილი იქნება.  მათივე ვარაუდით, 2025 წლისთვის მსოფლიოში ნახშიროჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვისა და საწვავის ელემენტებზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების 47% ახალი ავტომბილებისგან იქნება შემდგარი. ანალიტიკოსების ვარაუდით, ამ მონაცემების მიუხედავად, ელექტრომობილებზე სრული გადასვლა სწრაფად მაინც ვერ მოხდება. BCG-ის მონაცემებით, 2035 წელს მსოფილოს გზებზე ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე მანქანების წილი 70% იქნება.

"დასატენ ელექტრომობილებზე მოთხოვნა ყველაზე მეტად ევროპაში გაიზარდა. მაგალითად, გერმანიაში 2020 წელს ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებმა 342%-ით, ხოლო აკუმულატორის ელემენტებზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებმა 207%-ით მოიმატა. იმავე პერიოდში ბენზინზე მომუშავე მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 36%-ით შემცირდა, დიზელის კი – 29%-ით," - განმარტავენ Boston Consulting Group (BCG)-ში. 

ცნობისთვის, გლობალურად, ელექტრომობილების გაყიდვების დიდი ნაწილი განპირობებულია სახელმწიფო ხელშეწყობით, ესაა, სუბსიდიები, საგადასახადო შეღავათები და სხვა მასტიმულირებელი პროგრამები. საქართველოში ელექტრომობილების ზრდას ხელი შეუწყო საწვავზე და ძველ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდამ 2017 წლიდან და ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადის გაუქმებამ 2011 წლიდან. სპეციალისტები ამ ინიციატივის სიმცირეზე საუბრობენ და ელექტრომობილების რეალიზაციის ხელშესაწყობად პოლიტიკის შეცვლას ითხოვენ. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ პრობლემა სახელმწიფომ კერძო სექტორთან თანამშრომლობით უნდა გადაწყვიტოს და ელექტრომობილების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

რა ღონისძიებები ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრომობილების რეალიზაციის სტიმულირებისთვის, ნახეთ აქ. 

შეგახსენებთ, ელექტრომობილის მცირეხარჯიანობა უკვე არავის სჯერა. ამ კატეგორიის ავტომობილის დამუხტვის საფასური ბენზინისა და გაზის ხარჯს უსწრებს. მართალია, მთავრობა ცდილობს, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსოპორტი წახალსიდეს, დატენვის საფასურის მაღალი ხარჯი მძღოლებისთვის დიდი თავსატეხია, რის გამოც მათთვის ელექტრომობილმა პოპულარობა დაკარგა და მოტივაცია შემცირდა. ელექტრომობილებზე მოთხოვნის კლების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ შენახვის მაღალი ხარჯი სახელდება. მიუხედავად ელექტრომობილის ეკონომიურობისა (ნაკლები საწვავის + შეკეთების ხარჯები), ელექტრომობილის ფლობის ჯამური დანახარჯი მნიშვნელოვნად აღემატება შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების დანახარჯს, საწყისი მაღალი ფასის გამო. 

ელექტრომობილების იმპორტი კვლავ დაბალ დონეზეა. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ელექტრომობილების ზრდას 4 ძირითადი ბარიერი უშლის ხელს: მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი, დასატენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და მოდელების შეზღუდული არჩევანი.

საქართველოში პირველი ელექტრომობილის წარმოების თარიღმა 2022 წლისთვის გადაიწია.  ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას ხელი პანდემიამ შეუშალა. ინვესტორი ახლა ნებართვაზე მუშაობს, ტექნოლოგიური ხაზიც შერჩეული აქვს. მთავრობამ გაითვალისწინა კოვიდკკრიზისი და ინვესტორს ვადა გადაუწია.

ცნობისთვის, ქუთაისში პირველი ელექტრომობილის წარმოება და ევროპის ბაზარზე ექსპორტი 2020 წელს უნდა დაწყებულიყო. 2019 წელს კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ 18 თვეში მინიმუმ 5000 ერთეული ელექტრომობილი ეწარმოებინა. ამასთან, კომპანია ვალდებულია, საწარმოს ფუნქციონირების დაწყებიდან არაუმეტეს 1 წლის ვადაში, არანაკლებ 300 ადამიანის მინიმუმ 18 თვის ვადით დაასაქმოს.

ქართულ ელექტრომობილებს Aigroupი გამოუშვებს, პირველ ეტაპზე, როგორც ვიცით, ელექტრომობილები აეწყობა იმპორტირებული ნაწილებით. Aigroup-სა და ავტომობილების მწარმოებელ ჩინურ კომპანია „ჩანგან“-ს შორის 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმდა მემორანდუმი. შემუშავდა ერთობლივი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქალაქ ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების ორგანიზებას, რასაც კომპანია „აიფროდაქშენი“ უზრუნველყოფს.

Aigroup ქართული ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც საქართველოში მწვანე ბიზნესის მდგრადი განვითარების პროექტებს ახორციელებს. კომპანია Aiproduction ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system