თავში

2030 წლის შემდეგ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად დაიკლებს

2030 წლის შემდეგ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად დაიკლებს
2030 წლის შემდეგ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად დაიკლებს

ნავთობზე გლობალური მოთხოვნა პიკს 2030 წლისთვის მიაღწევს - უფრო ადრე ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს გამოწვეულია იმით, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა იღებს ვალდებულებას ენერგიის სუფთა წყაროებზე გადავიდეს.

ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის TotalEnergies SE-ის პროგნოზის თანახმად, "ნავთობზე მოთხოვნა  2030 წლამდე პიკს მიაღწევს, რის შემდეგაც იგი მკვეთრად დაეცემა".

2050 წლისთვის ნავთობზე მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს 40 მილიონ ბარელამდე ან 64 მილიონ ბარელამდე.

ამავდროულად, განახლებადი წყაროების წილი გლობალური ენერგიის ნარევში მნიშვნელოვნად გაიზრდება და 2050 წლისთვის ელექტროენერგიის გამომუშავება გაორმაგდება, მეტწილად ქარის ენერგიისა და მზის ენერგიის ხარჯზე.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიოში 99,7 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი მოიხმარდა, 2020 წელს - 90,9 მილიონი ბარელი დღეში. სააგენტო მოელის, რომ 2021 წელს მაჩვენებელი საშუალოდ 96,1 მილიონი ბარელი იქნება, 2022 წელს - 99,4 მილიონი ბარელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system