
აშშ -ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, ქვეყნის ავტოინდუსტრია უფრო ეკოლოგიურად სუფთა გახადოს. 2030 წლისთვის აშშ-ში გაყიდული ახალი მანქანების ნახევარი ელექტროძრავის მქონე იქნება.
შესაბამის აღმასრულებელ ბრძანებას ბაიდენი ხელს დღეს, 5 აგვისტოს მოაწერს.
ბაიდენის განკარგულება საშუალებას მისცემს შეერთებულ შტატებს კლიმატის კრიზისს უფრო აქტიურად ებრძოლოს.
ახალი კანონით გათვალისწინებული ზომები ასევე მოიცავს საწვავის ეფექტურობის ახალი სტანდარტების შემუშავებას, დაბინძურების შემცირებას და კლიმატის ცვლილების შენელებას.