თავში

21 მაისი ჩაის საერთაშორისო დღეა

21 მაისი ჩაის საერთაშორისო დღეა
21 მაისი  ჩაის საერთაშორისო დღეა

დღეს ჩაის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად იმართება  FAO-ს და EBRD-ის მიერ მხარდაჭერილი ვირტუალური მრგვალი მაგიდა. 

ცნობისთვის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის (FAO) განმარტებით, საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩაის წარმოება მე-19 საუკუნიდან იწყება. ორივე ქვეყანაში ჩაის მოყვანისთვის უნიკალური ბუნებრივი პირობები არსებობს. საჭირო საინვესტიციო და ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოს და აზერბაიჯანს შეუძლიათ ჩაის ინდუსტრიის აღორძინება.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ქართული ოფისის განმარტებით, ზუსტად არავინ იცის, ვის უნდა ვუმადლოდეთ ჩაის კულტურის დამკვიდრებას საქართველოში, თუმცა, ქართული ჩაის პირველი პლანტაციის ადგილმდებარეობაზე არავინ დაობს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გურიამ ქართული ჩაის აკვნის სახელი ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ დაიმკვიდრა. დღეს ამ დარგის აღორძინებაც სწორედ გურიაში იწყება.

ქართულ ჩაის იკვლევენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, კვლევის დოკუმენტზე „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოში“მუშაობაგაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სპეციალისტებმაგასულ წელს დაიწყეს. დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები და ეკონომიკის მკვლევარები. მომზადდაშესაბამისი რეკომენდაციები. დოკუმენტი საქართველოში ჩაის სექტორის განვითარების გზამკვლევი იქნება. ეკონომიკურ გათვლებზე, სწორ ანალიზზე, მსოფლიო პრაქტიკაზე დაფუძნებული დოკუმენტი დაეხმარება როგორც ფერმერებს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებს, დასახონგრძელვადიანი, სტრატეგიული მიზნები და ისე განავითარონ ქართული ჩაის სექტორი. ქართული ჩაის ბაზარი დღემდე არ შესწავლილა. მეჩაიეობის გამოწვევების შესასწავლად და დასაძლევად სპეციალური ჯგუფი იმუშავებს

პროგრამის ფარგლებში "ქართული ჩაი" მეჩაიეობის სახელმწიფო თანადაფინანსება 293,434 ლარია. პროგრამით განხორციელდა 168 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, ჯამური ინვესტიცია 419,192 ლარია.

სახელმწიფომ მეჩაიეთა თანადაფინანსება 90%-მდე გაზარდა. ოოპერატივების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება გაიზარდა 90%-მდე და შეადგენს ერთ ჰექტარზე 3 ათას ლარს, ხოლო დანარჩენი ბენეფიციარებისთვის თანადაფინანასება იქნება, მაქსიმუმ, 70% და შეადგენს 2 500 ლარს.

მთავრობა ჩაის კულტურის მხარდამჭერ ღონისძიებებს აგრძელებს. სარეაბილიტაციო ღონისძიებებში სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კერძო სექტორიც აქტიურად არის ჩართული. თუმცა, ნედლეულის დეფიციტი მეჩაიეობის მთავარ გამოწვევად რჩება.

პროგრამა ითვალისწინებს აგროტექნოლოგიური გეგმის შედგენას, რომელიც ბენეფიციარმა თანადაფინანსების ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღიდან 36 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

მომდევნო 2 (ორი) წლის განმავლობაში, პროგრამის ბენეფიციარმა ყოველწლიურად უნდა აწარმოოს 2 000 კგ ნედლი ფოთოლი, არანაკლებ 1 ჰა-ზე და 1 000 კგ ნედლი ფოთოლი - ბიოჩაის მოყვანის შემთხვევაში.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში უკვე შეიქმნა ჩაის გადამმუშავებელი არაერთი საწარმო, ხოლო ჩაის ნედლეული მცირეა, პროგრამის ბენეფიციარებს აღარ ექნებათ საწარმოს შექმნის ვალდებულება.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წელს დაიწყო; პროგრამაში ჩართულია 39 ბენეფიციარი; პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 1,192 ჰა გაველურებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია, მათ შორის, 790 ჰა სახელმწიფოსაგან იჯარით აღებული ფართობებია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system