თავში

24 სპეციალიზებული მაღაზია დააჯარიმეს

24 სპეციალიზებული მაღაზია დააჯარიმეს
24 სპეციალიზებული მაღაზია დააჯარიმეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ინსპექტირების ჯგუფებმა ქვემო ქართლის რეგიონში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 37 სპეციალიზებული მაღაზია შეამოწმეს.

როგორც report.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოში განუმარტეს, ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები 24 სარეალიზაციო ობიექტში გამოვლინდა, რაზეც სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ.

უწყების ცნობით, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალიზებული მაღაზიების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მიმდინარე წელს დაგეგმილია პესტიციდისა და აგროქიმიკატის 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system