თავში

3 ახალი კომპანია ობლიგაციებს გამოუშვებს

3 ახალი კომპანია ობლიგაციებს გამოუშვებს
3 ახალი კომპანია ობლიგაციებს გამოუშვებს

როგორც "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძემ განაცხადა, ოქტომბერში თიბისის ერთ-ერთი, მსხვილ სავაჭრო სფეროში მყოფი კორპორატიული კლიენტი ობლიგაციებს გამოუშვებს, თუმცა კომპანიის ვინაობა ამ ეტაპზე მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება.

„ჩვენ ფოკუსირება არ გვაქვს, რომ კონკრეტულად რამდენიმე სექტორი გვქონდეს არჩეული, ეს ძირითადად კომპანიის მზაობასა და სურვილზეა დამოკიდებული, რომ ობლიგაციების ბაზარზე გავიდნენ. მიმდინარე თვეში ერთ-ერთი მსხვილი კორპორატიული კლიენტი მსხვილი მოცულობის ობლიგაციებს გამოუშვებს. ეს არის შედეგი რამდენიმეთვიანი მუშაობის. ასევე საინტერესოა, რომ ინვესტორების რიცხვი, ვინც ობლიგაციების შესყიდვაში მონაწილეობას მიიღებს, საკმაოდ დივერსიფიცირებული იქნება. ობლიგაციების დალისტვა საფონდო ბირჟის განვითარებასაც შეუწყობს ხელს", - აღნიშნა თხელიძემ.

„თიბისი კაპიტალმა“ მიმდინარე წელს საფონდო ბირჟაზე ჯამში, დაახლოებით, 6-ზე მეტი კომპანიის ობლიგაცია განათავსა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system