თავში

300-ლარიან დახმარებას 25 581 მოქალაქე ითხოვს

300-ლარიან დახმარებას 25 581 მოქალაქე ითხოვს
300-ლარიან დახმარებას 25 581 მოქალაქე ითხოვს

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ 25 581 განაცხადი დარეგისტრირდა.

მთავრობის 300-ლარიანი დახმარება 14 302 პირმა უკვე მიიღო.

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ერთჯერადი 300- ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ: დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით, მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ობიექტზე - მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება.

ამასთან, დაქირავებული პირი აღნიშნული პერიოდიდან, ანუ 28 ნოემბრიდან, ამავე დამქირავებლისაგან არ უნდა იღებდეს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო); დახმარების მიღების შესაძლებლობა, ასევე, ინდივიდუალურ მეწარმეებს, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებსა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში ეწეოდნენ ეკონომიკურ საქმიანობას, მაგრამ საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილებით, შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და რომლებიც არ იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან.

შეგახსენებთ, კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციისთვის ვიდეო სახელმძღვანელო მომზადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system