თავში

"300-ლარიანი დახმარება ბევრი არაა, მაგრამ მეტი არ შეგვიძლია"

"300-ლარიანი დახმარება ბევრი არაა, მაგრამ მეტი არ შეგვიძლია"
300-ლარიანი დახმარება ბევრი არაა, მაგრამ მეტი არ შეგვიძლია

"მესმის, 300 ლარს 1000 ლარი ჯობია, მაგრამ ესაა, რისი გაღებაც შეგვიძლია," - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ანტიპანდემიური მიმართულებით. რაც შეეხება შეზღუდვებს, თურნავას თქმით, შეზღუდვა დროებითია და თვითდასაქმებული ადამიანები შეზღუდვის შემდეგ მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

“ეს თანხა საკმარისი არ არის. 300 ლარი არ არის მაღალი თანხა, მაგრამ ისაა, რაც ამ რთულ ვითარებაში ერთჯერადად შეგვიძლია გავწიოთ. ესაა დროებითი შეზღუდვა და ადამიანები შეძლებენ, რომ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. სავაჭრო სექტორი იმდენად აქტიურად ითხოვს, მალე გაგვხსენით, რომ მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, აღდგება თუ არა, რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი არ ამბობენ, რომ ვერ იმუშავებენ. სანამ გვიწევს შეზღუდვები, ისარგებლებენ ამ 300 ლარით”,- განაცხადა თურნავამ.

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეიდან იწყება. 

ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარება წლის ბოლომდე გაიცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system