თავში

300-ლარიანი კომპენსაცია 120 000-ზე მეტმა ადამიანმა აიღო

300-ლარიანი კომპენსაცია 120 000-ზე მეტმა ადამიანმა აიღო
300-ლარიანი კომპენსაცია 120 000-ზე მეტმა ადამიანმა აიღო

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ნოემბერში დაწესებული შეზღუდვების გამო 300-ლარიანი კომპენსაცია გაიცა 120 000-ზე მეტ ადამიანზე. ჯამურმა თანხამ 36 122 000 ლარი შეადგინა.

„თქვენ იცით, რომ 28 ნოემბრიდან ჩვენ შევუზღუდეთ საქმიანობა გარკვეული ტიპის ობიექტებს, მათ შორის სავაჭრო ცენტრებსა და მოლებს. ამავდროულად, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაცია გავეცით. ამ ეტაპისთვის 300-ლარიანი კომპენსაცია გაიცა 120 000-ზე მეტ ადამიანზე. ჯამურმა თანხამ 36 122 000 ლარი შეადგინა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობა მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალ ტალღას იწყებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system