თავში

300 მიკროავტობუსის ტენდერი დასრულდა

300 მიკროავტობუსის ტენდერი დასრულდა
300 მიკროავტობუსის ტენდერი დასრულდა

“თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” მიერ გამოცხადებული 35.9-მილიონიანი ტენდერში  წინადადებების მიღება დასრულდა. ამჟამად სისტემა "ჯი-თი მოტორსის" 35.7 მილიონიან შეთავაზებას აჩვენებს, თუმცა მის გარდა ტენდერში შეიძლება კიდევ სხვა პრეტედენტებიც იყვნენ. "ჯი-თი მოტორსი" დედაქალაქის სატრანსპორტო ოპერატორს 35.7 მილიონ ლარად Ford Transit-ის მარკის 300 მიკროავტობუსს სთავაზობს. ერთი მიკროავტობუსის ფასად 119,098 ლარია განსაზღვრული. 

შესყიდვის შემდეგ ეს მიკროავტობუსები "თბილისის მიკროავტობუსს" გადაეცემა. 2020 წელს თბილისის მერიამ 300 ლურჯი მიკროავტობუსი უკვე შეიძინა. გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერში კომპანია “ჯი-თი მოტორსმა” გაიმარჯვა. თბილისის მერიის და თბილისის მიკროავტობუსის გადაწყვეტილებით, ლურჯი მიკროავტობუსების მგზავრობის ტარიფი 50 თეთრს შეადგენს.

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ გამოაცხადა 3.3-მილიონიანი ტენდერი, რომლის მიზნობრივობას მიკროავტობუსებში მგზავრთა რაოდენობის 1000 მთვლელის შესყიდვაა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებეგვერდზე ეს ტენდერი უკვე გამოქვეყნდა და ერთი მთვლელის სავარაუდო ღირებულება 3,300 ლარს შეადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system