თავში

300 მილიონიანი შენობა კვლავ უფუნქციოდაა

300 მილიონიანი შენობა კვლავ უფუნქციოდაა
300 მილიონიანი შენობა კვლავ უფუნქციოდაა

"ქუთაისის პარლამენტის შენობა ამ ეტაპზე არის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე, დაგეგმილია მისი პრივატიზება და ამ შენობებისთვის სხვა ფუნქციის გამოძებნა," - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, ქუთაისში პარლამენტის განთავსება არასწორი გადაწყვეტილება იყო.

„სამწუხაროდ, პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენებით თავის დროზე მოხდა არასწორი გადაწყვეტილების მიღება, როდესაც 300 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოხვდა პარლამენტის შენობაში, ლამაზი არქიტექტურის შენობაში, რომელიც სამწუხაროდ მუშაობისთვის ყოვლად მიუღებელია. თქვენ კარგად იცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო უშუალოდ ამ შენობაში და ეს შენობა საჭიროებს ძალიან ბევრ ინვესტიციას, რათა შენობის გადაკეთება მოხდეს იმისთვის, რომ მოხდეს სავენტილაციო სისტემის მოწესრიგება. გარდა ამისა, პარლამენტის შენობის ქუთაისში აშენებაში 300 მილიონი ლარის ინვესტიცია მოხდა მაშინ, როდესაც ქუთაისს მაგალითად არ ჰქონდა წყალმომარაგების სისტემა და მხოლოდ წელს ჩვენ შევძელით 24-საათიანი წყალმომარაგების მოგვარება. აქედან გამომდინარე, გადატანა, დაბრუნება გაკეთებული საქმე არის მაშინ, როდესაც ეს საქმე ეფექტურად გამოიყენება. ძალიან პრობლემა ჰქონდათ იმ ადამიანებს, ვინც აქ მუშაობდა – აპარატის თანამშრომლებს მათ ოჯახის წევრებსა და ა.შ. ამ შემთხვევაში პარლამენტი მუშაობს იქ, სადაც პარლამენტი თავდაპირველად მუშაობდა – დედაქალაქში," - განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ  ქუთაისს პარლამენტის არქონით ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ დაკლებია.

შეგახსენებთ, პრემიერმა გახარიამ ჯერ კიდევ თებერვალში დააანონსა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა გაიყიდება, რითაც ის ეკონომიკურ დატვირთვას შეიძენს, ხოლო ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რითაც ეს ქალაქი თავის ისტორიულ ფუნქციას, საგანმანათლებლო ფუნქციას, დაიბრუნებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system