თავში

4 წელში საქართველომ IMF-სგან $687 მლნ მიიღო

4 წელში საქართველომ IMF-სგან $687 მლნ მიიღო
4 წელში საქართველომ  IMF-სგან $687 მლნ მიიღო

ფინანსთა სამინისტრო საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს ( IMF ) შორის არსებული 4-წლიანი პროგრამის დასრულებას ეხმაურება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, IMF-ის შეფასებით, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდის საშუალებას მისცემს.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ ფორმალური განხილვის გარეშე, დაასრულა საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის მერვე მიმოხილვა, რის შედეგადაც „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ ფარგლებში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდა დამატებით, დაახლოებით, 111 მილიონი აშშ დოლარი.

ფინანსთა სამინისტრო კი განმარტავს, რომ პროგრამის მერვე მიმოხილვით დასრულდა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ 4-წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ, საერთო ჯამში, დაახლოებით, 687 მილიონი დოლარის მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.

„ეს იყო ძალიან წარმატებული ოთხწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები - გაძლიერდა საჯარო ფინანსები, რამაც საქართველოს საშუალება მისცა ადეკვატურად ეპასუხა გლობალური პანდემიიდან მომდინარე გამოწვევებს.  პირველი სამი წლის განმავლობაში პროგრამამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მიღწევას, ბოლო ერთი წელი პროგრამის დახმარებით, ქვეყანამ შეძლო შეერბილებინა COVID-19-ის გლობალური პანდემიის მიერ გამოწვეული შედეგები“, -განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში. 

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მერვე მიმოხილვაში განმარტებულია, რომ ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო ფინანსურ მდგრადობას გააძლიერებს. მათივე მტკიცებით, , საქართველო პანდემიასთან ბრძოლაში გარდამტეხ ეტაპზეა. მათივე რეკომენაციით, პანდემიის ახალი ტალღის შემთხვევაში, ბიუჯეტის ხარჯები უნდა გადაიხედოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system