თავში

40 მილიონი ლარის აგროკრედიტის სესხი გაიცა

40 მილიონი ლარის აგროკრედიტის სესხი გაიცა
40 მილიონი ლარის აგროკრედიტის სესხი გაიცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრის 25 სექტემბრის მონაცემებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. 

უწყების ცნობით, გაცემულია 2215 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 40 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 3.3 მლნ ლარს აჭარბებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიან აგროკრედიტში“ ინვესტირებულია 300 მილიონი ლარი. ამ თანხამ დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონამდე კერძო და საბანკო რესურსი მოიზიდა. ანუ, თითქმის 10-ჯერ მეტი რესურსი. მინისტრის თქმითვე, სახელმწიფო პროექტებში მონაწილეობს 40 000 ფერმერი. 

შეგახსენებთ, პროგრამის "შეღავათიანი აგროკრედიტის" განხორციელება 2015 წლის მარტში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ დაწყებიდან შექმნილია 11 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. უწყება განმარტავს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა რეალურად კიდევ უფრო მეტია, რადგანაც მოცემული მონაცემები მიღებულია მხოლოდ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული ბენეფიციარების მაჩვენებლების მიხედვით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system