თავში

41 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება 60 მილიონ ლარად გაიყიდა

41 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება 60 მილიონ ლარად გაიყიდა
41 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება 60 მილიონ ლარად გაიყიდა

"41 მილიონი ლარის ჯამური პაკეტი გაიყიდა 60 მილიონ ლარად, ეს იყო 250-ზე მეტი ობიექტი, " - ასე შეაფასა ეკონომიკის მინისტრმა დაჩქარებული პროვატიზაციის გეგმის შესრულება და დასძინა, რომ მიმდინარე კვირაში გამოცხადდება აუქციონი, რომელზეც 150-ზე მეტი ლოტი იქნება წარმოდგენილი. ნათია თურნავას თქმით, დაჩქარებული პრივატიზაცია არის ჩვენი საბიუჯეტო შემოსავლების რესურსი და სწორედ, ეს საბიუჯეტო შემოსავლები, მათ შორის ხმარდება ახალ მასშტაბურ პროგრამებს. მინისტრის ინფორმაციით, აუქციონის დაწყებიდან პირველ ორ კვირაში 109 ობიექტი გაიყიდა, რაც თურნავას შეფასებით, ძალიან კარგი შედეგია.

"გარდა ამისა, როდესაც ჩვენი ბიუჯეტი პანდემიის გამო გადატვირთულია სოციალური ვალდებულებებით, სწორედ კერძო სექტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის აღორძინების და განვითარების ლოკომოტივის როლი. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვაჩქარებთ პრივატიზაციას, წამოვიწყეთ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახალი, მასშტაბური პროექტი და პირველივე აუქციონი ძალიან კარგი შედეგებით დასრულდა. 41 მილიონი ლარის ჯამური პაკეტი გაიყიდა 60 მილიონ ლარად, ეს იყო 250-ზე მეტი ობიექტი. ამ კვირაში ჩვენ შემდეგ აუქციონს ვაცხადებთ, სადაც ასევე იქნება 150-ზე მეტი ლოტი, რომელშიც იქნება როგორც ძველი, ასევე ახალი ობიექტები დამატებული. ველოდებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შემოვა მნიშვნელოვანი თანხა და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არ გვექნება არცერთი დაუმუშავებელი მიწა, არ გვექნება არცერთი ძველი საბჭოთა ნანგრევი შენობა და გაჩერებული სახელმწიფო საწარმოები. ყველაფერი იპოვის თავის პატრონს და გადაეცემა კერძო სექტორს, იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ახალ ეტაპზე გადავიდა.

ცნობისთვის, საქართველოსახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას ამუშავებს. მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კომპლექსურ რეფორმაზე და ამ მიზნით, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, რომელიც შეიმუშავებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიას, კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, ასევე, უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე. ექსპერტები მთავრობის ამ ნაბიჯსდაგვიანებულად მიიჩნევენ.

2020 წელს პრივატიზების დაჩქარების მიზნით დაწყებული პროექტის - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს”, ფარგლებში 116 ობიექტი გაიყიდა.ამ დღეებშიმთავრობა საპრივატიზებო ობიექტების სიას განაახლებს. სწორედ სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციის დაჩქარება და მათი რეფორმირება არის ერთ-ერთი მძლავრი არგუმენტი, რასაც მტავრობა ეყრდნობა და დაგეგმილ 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გასასვლელად.

სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაცია იწყება, რომლის ფარგლებში მთავრობა შეეცდება ყველა აქტივის რაციონალურ გამოყენებას. პარალელურად, მთავრობა იწყებს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმას, რომლის მიზანია, სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე.

სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირების თვალსაზრისით, ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით სპეციალურისამუშაო ჯგუფიც შეიქმნა, რომელიც შეიმუშავებს თანმიმდევრული ნაბიჯების კონკრეტულ გეგმას, რათა საბოლოოდ, სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს დაუახლოვდეს.

შეგახსენებთ,საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პირველ ეტაპზე გულისხმობს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-15 საწარმოს რეაბილიტაცია-მოდერნიზაციას ენერგეტიკის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ყველა იმ დარგში, რომელსაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენა შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system