თავში

5 ყველაზე მდიდარი სუპერგმირი

5 ყველაზე მდიდარი სუპერგმირი
5 ყველაზე მდიდარი სუპერგმირი

კომიქსების მოყვარულთათვის უცხო არ არის, რომ სუპერგმირებს, ზებუნებრივი შესაძლებლობის გარდა, ბოროტების დამარცხებაში, ხშირად მათი სიმდიდრეც ეხმარება. მართლაც, "რკინის კაცი" და "ადამიანი ღამურა" არ იარსებებდნენ,რომ არა ამ გმირებს უკან მდგომი მდიდარი კორპორაციები. ეფექტური და მაღალტექნოლოგიური გაჯეტების შეძენას, რა თქმა უნდა, დიდი სახსრები სჭირდება. 

გთავაზობთ, ყველაზე მდიდარ სუპერგმირების ხუთეულს:

1. "შავი პანტერა" - $90.7 ტრილიონი


შავი პანტერა აფრიკის კონტინენტზე მდებარე გამოგონილი ქვეყნის ვაკანდას მეფეა. მარველის სამყაროში, ვაკანდა ყველაზე ძვირადღირებული მეტალის, ვიბრანიუმის დიდ რესურს ფლობს და ტექნოლოგიური განვითარებით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. შესაბამისად, მისი მმართველი ყველა დროის ყველაზე მდიდარ გამოგონილ გმირთა სიაში პირველ ადგილს იკავებს.

2. "რკინის კაცი" - 12.4 მილიარდი 


მილიარდერი ფლეიბოი, ტონი სტარკი, მარველის სამყაროს არაერთხელ მოევლინა მხსნელად. მისი კორპორაცია Stark Industries-ის კაპიტალი $20.3 მილიარდს უტოლდება და საშუალებას აძლევს ტონის, შექმნას იმდენი რკინის კოსტიუმი რამდენიც მოესურვება. 

3. "ადამიანი ღამურა" - $9.2 მილიარდი


ბრიუს უეინი კიდევ ერთი მილიარდერი ფლეიბოია ჩვენს სიაში. ბრიუსს "ზებუნებრივი" შესაძლებლობები არ აქვს, თუმცა მისი სიმდიდრე სხვადასხვა საბრძოლო გაჯეტების შეძენაში ეხმარება და შედეგად,  სრულიად გოთემის ბოროტმოქმედებს შიშის ზარს სცემს. ბნელ რაინდს მემკვიდრეობით ერგო წილი Wayne Enterprises, რომლის ბრუნვა $31.3 მილიარდს უტოლდება

4. ჩარლს ქსავიერი $3.5 მილიარდი


 იმისთვის, რომ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მუტანტების სკოლა მართო ბევრი თანხაა საჭირო. შესაძლოა პროფესორ ჩარლს ქსავიერს, მისი ტელეპატიის უნარით  ბევრად მეტის გამომუშავება შეუძლია, მაგრამ ფულის დაგროვება მისი მიზანი არ გახლავთ. მას უფრო კეთილშობილური მოტივები ამოძრავებს. 

5. ემა ფროსტი $1-3 მილიარდი


ემა ფროსტი, იგივე თეთრი დედოფალი, იქს-ადამიანების ყოფილი მტერი და Frost International-ის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორია. ელექტრონული მოწყობილობების კონგლომერატი, არაერთ მილიარდს ფლობს და შესაბამისად ემაც, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი გამოგონილი სუპერგმირია. 

წყარო: Money

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system