თავში

520-ე დადგენილებას მთავრობა არ გადახედავს

520-ე დადგენილებას მთავრობა არ გადახედავს
520-ე დადგენილებას მთავრობა არ გადახედავს

კითხვაზე, იგეგმება თუ არა 520-ე დადგენილების გადახედვა, პრემიერმა გახარიამ დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე 520-ე დადგენილების გადახედვაზე საუბარი არ არის.

„იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნება გარკვეული რაოდენობა ინფიცირებულების ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად ორი რაღაცისთვის: პირველი - სწრაფად გამოავლინოს ინფიცირების კერა და ამისთვის იქნებ შექმნილი ლაბორატორიების ქსელი და გამოვლენის შემდგომ, სწრაფად უმკურნალოს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნოს ეს ადამიანები. ეს არის ის ერთადერთი შესაძლებლობა, რომლისთვისაც ჩვენ უდნა ვიყოთ მზად, რომ მეორე ტალღის შემთხვევაში მსგავსი ეკონომიკური მკაცრი და მძიმე შეზღუვები არ დაგვჭირდეს“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, ჰოსპიტალური სექტორი მთავრობისგან ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვს. 9 სამედიცინო დაწესებულებამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა და დახმარება ითხოვეს.

ცნობისთვის, მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლითაც საყოველტაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკების ტარიფები გათანაბრდა, ნოემბერში შევიდა ძალაში, რითაც უკმაყოფილოა კერძო კლინიკების წარმომადგენლების უმეტესობა. კლინიკების უკმაყოფილო ხელმძღვანელები ამბობდნენ, რომ 520-ე დადგენილების მიღების პირველადი შედეგი ტარიფების შემცირებაა. მათი თქმით, ბევრ კლინიკაში ხელფასების 20%-30%-იანი შემცირება მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system