თავში

5G ინტერნეტის დანერგვაზე საკონსულტაციო დოკუმენტი გამოქვეყნდა

5G ინტერნეტის დანერგვაზე საკონსულტაციო დოკუმენტი გამოქვეყნდა
5G ინტერნეტის დანერგვაზე საკონსულტაციო დოკუმენტი გამოქვეყნდა

kომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დანერგვასთან დაკავშირებით საკონსულტაციო დოკუმენტი გამოაქვეყნა.

ამის შესახებ report.ge-ს კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს.

მათი განმარტებით, 5G ტექნოლოგიას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ისეთი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი. ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას, კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყანაში მისი დანერგვის მიზნით.

5G მომსახურებისთვის სიხშირული რესურსის გასაცემად აუქციონის ჩასატარებლად კომუნიკაციების კომისია საკონსულტაციო დოკუმენტს აქვეყნებს. დოკუმენტი აუქციონის პირობებისა და ვალდებულებების შესახებ, მათ შორის 5G მომსახურებისთვის ხელმისაწვდომი სიხშირეების, საწყისი საფასურის, ლოტების, საქმიანობის დაწყების, დაფარვის და სხვა ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.

"5G მომსახურებისათვის განკუთვნილი სიხშირეები, საწყისი საფასური და სხვა პირობები კომუნიკაციების კომისიამ კომპანია Ernst & Young-ის ექსპერტების ჩართულობით, ევროკომისიის გადაწყვეტილებების და ევროპელი კოლეგა მარეგულირებლების გამოცდილების გათვალისწინებით განსაზღვრა. აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას სიხშირული რესურსი დროებით სარგებლობაში 15 წლის ვადით გადაეცემა. დაფარვის ვალდებულებების შემუშავებისას კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიის და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით იხელმძღვანელა. საკონსულტაციო დოკუმენტის თანახმად, კომპანიები ვალდებულები იქნებიან 2-7 წელიწადში ეტაპობრივად დაფარონ კონკრეტული გეოგრაფიული არეალები, რომლებიც მოიცავენ როგორც დასახლებულ პუნქტებს, ასევე, საგზაო მაგისტრალებს, აეროპორტებს, პორტებსა და რკინიგზას," - განმარტავენ კომუნიკაციების კომისისაში. 

მათივე განმარტებით, 5G ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მაქსიმალურად იყოს გაანალიზებული, კომუნიკაციების კომისია დაინტერესებულ მხარეებს და ტელეკომ ოპერატორებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ საკონსულტაციო დოკუმენტს და წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები 2020 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system