თავში

6 თვეში 12,8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს - ღარიბაშვილი

6 თვეში 12,8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს - ღარიბაშვილი
6 თვეში 12,8%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს - ღარიბაშვილი

ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, აპრილში გვქონდა 45%-იანი ზრდა, მაისში ეს მაჩვენებელი 25,8% იყო, ივნისში – 18,7% გვქონდა ეკონომიკური ზრდა და ჯამში, 6 თვის განმავლობაში, 12,8%-ია ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანას მისცა საშუალება, ბიუჯეტის კორექტირება მომხდარიყო და 1,2 მლრდ ლარით გაიზარდა წლევანდელი ბიუჯეტი.

„შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაც და წელსვე დაიწყება საგარეო ვალის შემცირების პროცესიც.  საგარეო ვალის ნიშნული საკმაოდ მაღალია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომდევნო წლების განმავლობაში და ზოგადად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება და ბიუჯეტის დეფიციტის მართვა და შემცირება, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system