თავში

650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის ონლაინ საინფორმაციო დღეები იწყება

650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის ონლაინ საინფორმაციო დღეები იწყება
650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის ონლაინ საინფორმაციო დღეები იწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის (ინოვაციების თანადაფინანსების გრანტები) ონლაინ საინფორმაციო დღეებს იწყებს.

შეხვედრები Microsoft Teams - ის მეშვეობით ჩატარდება და დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გამოაგზავნონ პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი მეილზე [email protected], შესაბამისად მიიღებენ ღონისძიებაზე დასწრების ბმულს.

ცნობისთვის, 30 აპრილამდე გრანტების პორტალზე დარეგისტრირებული განაცხადების შეფასება დასრულდება მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ხოლო პირველი მაისიდან შემოსული განაცხადების შეფასება - 2020 წლის სექტემბერში.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ report.ge-ს საინფორმაციო დღეების განრიგიც მოაწოდა:

10 აპრილი - 17:00 საათი;

17 აპრილი -17:00 საათი;

27 აპრილი - 17:00 საათი.

როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში განმარტავენ, 650 000 ლარიანი საგრანტო კონკურსის მიზანია, მოახდინოს ინოვაციების, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში. პროგრამის მეშვეობით ქართული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომელთაც გააჩნიათ პოტენციალი საკუთარი ინოვაცია განავითარონ და წარადგინონ მსოფლიოს დონეზე, მოახდენენ ინოვაციური პროდუქტის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტი - ტექნოლოგიური ან ბიზნეს-პროცესული ინოვაცია, რომელიც ნათლად ასოცირებული იქნება საქართველოსთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system