თავში

7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეა

​7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეა
7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეა

„სურსათის უვნებლობა ყველას გვეხება“ - ამ სლოგანით 7 ივნისს მსოფლიო მეორედ აღნიშნავს სურსათის უვნებლობის დღეს.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ დაწესდა. მისი მიზანია სურსათის უვნებლობის რისკების პრევენცია და მართვა.

აღნიშნული დღის დაწესება კიდევ ერთხელ ცხადყოფს სურსათის უვნებლობის მნიშვნელობას მსოფლიოსათვის, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასთან, ქვეყნის კეთილდღეობასთან, სოფლის მეურნეობასთან, ბიზნესთან, ტურიზმთან და, ზოგადად, ეკონომიკის მდგრად განვითარებასთან.

„ფერმიდან სუფრამდე“ - სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპის მიხედვით, ყველა რგოლის- სახელმწიფოს, მწარმოებლის და მომხმარებლის ჩართულობა და როლი უმნიშვნელოვანესია.

სურსათის ეროვნული სააგენტო უერთდება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს, იზიარებს თანამედროვე მიდგომებსა და გამოწვევებს. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი. გაიზარდა ბიზნესსექტორის ინფორმირებულობა. მომხმარებლთა ინტერესების დაცვის მიზნით, შემუშავდა ახალი რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს სამომხმარებლო ბაზარზე ვითარების გაჯანსაღებასა და ქართული პროდუქციის კონკრებტუნარიანობის ზრდას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system