თავში

7 წელიწადში აგრარულ სექტორში 7 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა

7 წელიწადში აგრარულ სექტორში 7 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა
7 წელიწადში აგრარულ სექტორში 7 მილიარდ ლარამდე დაიხარჯა

სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი პაატა აროშიძე აცხადებს, რომ ბოლო 7 წელიწადში აგრარული სექტორის მხარდასაჭერად იმაზე მეტი ფული გამოიყო, რაც წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დახარჯულა. ამის შესახებ მან report.ge-თან აღნიშნა და დასძინა, რომ დარგის მთავარი გამოწვევა  სასურსათო უზრუნველყოფის მიღწევაა, რად ქვეყნისთვის ჯერჯერობით დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

,,2013 წლიდან დღემდე აგრარული სექტორის მხარდასაჭერად 7 მილიარდ ლარამდეა გამოყოფილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს იმაზე მეტია, რაც მთლიანად 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დაიხარჯა. თანხა მუდმივად მატულობს. მნიშვნელოვანია, რომ პოსტეპიდემიურ  სიტუაციას მოერგოს სოფლის მეურნეობა, როგორც სურსათის უზრუნველყოფის მთავარი მექანიზმი. სექტორისადმი განსაკუთრებული ინტერესი წელს სწორედ ამით არის განპირობებული. ბევრი ისეთი პროექტია, რასაც აქამდე ყურადღება არ ექცეოდა, ამით არის 2020 წელი გამორჩეული. მთავარია, რომ სოფლის მეურნეობა გახდეს ბაზისი კვების და გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებისთვის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებში ძირითადი აქცენტები სწორედ ამაზე კეთდება. კვების მრეწველობისთვის ჩვენ ნედლეულის იმპორტი არ გვჭირდება. ადგილობრივი პროდუქცია ამის შესაძლებლობას გვაძლევს და ეკონომიკური განვითარებაც სწორედ ამაზე უნდა გახდეს მორგებული", - აცხადებს აროშიძე და დასძენს, რომ მნიშვნელოვანია, ქართული წარმოება რაოდენობრივად და ხარისხობრივად გაუმჯობესდეს, რათა ქვეყანაში ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებული პრობლემაც საბოლოოდ მოგვარდეს. 

,,covid-19-ის გამო მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ ევროპის ბაზარზე წვდომა შეზღუდა. ერთია დაფინანსება, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა უწყვეტად უზრუნველვყოთ მიწოდება, რაოდენობრივად და ხარისხობრივად უნდა შევძლოთ გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება, რაც კომპლექსურ ღონისძიებებს მოითხოვს, ჯერჯერობით ამის რესურსი არ გვაქვს, რომ ბაზარი მთლიანად ადგილობრივი ნედლეულით უზრუნველვყოთ. გარემო პირობები მნიშვნელოვანია, როგორც წესი, ან გიწყობს ხელს, ან - ვერა. ეს არის მნიშვნელოვანი პირობა, რადგან გარემოზე ხელოვნურად ჩარევა ჩვენს პირობებში ძალიან რთული ან თითქმის შეუძლებელია", - აცხადებს პაატა აროშიძე.

კოოპერატივების მხარდაჭერა,ერთწლიანი კულტურების განვითარება,მიწების რეგისტრაცია,მელიორაციადასაბანკო შეღავათები- ეს ის სფეროებია, რომელსაც აროშიძე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვან კომპონენტებად მიიჩნევს. მისი შეფასებით, ამით ბიძგი მიეცემა აგრარული სექტორის განვითარებას, რაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system