თავში

7 წელიწადში კახური ყურძნის მოსავალი ხუთჯერ გაიზარდა

7 წელიწადში კახური ყურძნის მოსავალი ხუთჯერ გაიზარდა
7 წელიწადში კახური ყურძნის მოსავალი ხუთჯერ გაიზარდა

„2012 წელს კახეთში მოიკრიფა დაახლოებით 52 000 ტონა ყურძენი, 2019 წელს მოიკრიფა 278 000 ტონა ყურძენი – ხუთჯერ მეტი, ეს არის ჩვენი ყველას ერთობლივი შრომის შედეგი, " - ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ კახელი გლეხის შრომა იყოს დაფასებული.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, თელავი სოფლის მეურნეობაში საგანმანათლებლო ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს.

„ასევე თელავის უნივერსიტეტში შეიქმნა გერმანელ კოლეგებთან ერთად პროფესიული სპეციალიზაცია, რომელიც პირდაპირ მიეხმარება ჩვენს ფერმერებს და გლეხებს, უფრო მეტი ცოდნა და კომპეტენცია შემოიტანონ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა გახარიამ და დასძნა, რომ რეგიონში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს თელავის წყალმომარაგების საკითხი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system