თავში

70 წელს გადაცილებულისთვის პენსიის ზრდის უფრო მაღალი ინდექსი წესდება

70 წელს გადაცილებულისთვის პენსიის ზრდის უფრო მაღალი ინდექსი წესდება
70 წელს გადაცილებულისთვის პენსიის ზრდის უფრო მაღალი ინდექსი წესდება

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, პენსიის ოდენობა ახლებურად გამოითვლება.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. 

„პენსიის ახალი ინდექსაცია პენსიის ზრდის უფრო მაღალ ინდექსს გულისხმობს 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის, ვიდრე 70 წლამდე საპენსიო ასაკის მოსახლეობისთვის. აღნიშნული გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ 70 წელს ზემოთ მოსახლეობა უფრო მეტად არის მოწყვლადი შემოსავლის დაკარგვის მიმართ და ასევე ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით მეტ სოციალურ გარანტიებს საჭიროებენ.

70 წლამდე მოსახლეობისთვის პენსია გაიზრდება ინფლაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერები ყოველწლიურად მიიღებენ გაზრდილ პენსიას, რომელიც აკომპენსირებს ინფლაციას სრულად, ამასთან დამატებით იზრდება ეკონომიკის რეალური ზრდის 80 პროცენტით.

ეს მიდგომა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მინიმუმ პენსიის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნებას და ასევე გრძელვადიან პერიოდში დაცული იქნება ფისკალური პარამეტრები. პენსია ასევე დაცული იქნება მოკლევადიანი რეცესიის შემთხვევაში შემცირებისგან და ყველა პენსიონერი ყოველწლიურად მიიღებს პენსიის ზრდას წელიწადში მინიმუმ 20 ლარის ოდენობით 70 წლამდე მოსახლეობისათვის, ხოლო მინიმუმ 25 ლარით 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისათვის. გასათვალისწინებელია, რომ მიზნობრივი ინფლაცია სამი პროცენტის ფარგლებშია, ხოლო პენსია მინიმუმ 20 ლარით გაიზრდება პენსიონერებისათვის ყოველწლიურად“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

საქართველოში 2020 წლის აპრილის მდგომარეობით, 770 ათასი ასაკით პენსიონერია, რომელთა პენსიაც 220 ლარს შეადგენს.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები დამატებით იღებენ პენსიაზე 20%-იან დანამატს.

მიმდინარე წლის ივლისიდან 70 წლის ასაკის ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system