თავში

800-მდე ხორბალმზიდი შეიძლება უფუნქციოდ დარჩეს

800-მდე ხორბალმზიდი შეიძლება უფუნქციოდ დარჩეს
800-მდე ხორბალმზიდი შეიძლება უფუნქციოდ დარჩეს

სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "ჰაბ ჯორჯიამ" შეიმუშავა რეკომენდაცია რუსეთიდან ხორბლის ტრანსპორტირების დივერსიფიცირებასთან დაკავშირებით.

"ჰაბ ჯორჯიას" წევრი "შატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის" პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ დღეს რუსეთიდან ხორბლის საქართველოში ტრანსპორტირების შეწყვეტას გააჩნია, უარყოფითი გვერდითი ეფექტი.

"პრაქტიკულად გამოუყენებელი რჩება 800 მდე სპეციალიზირებული ხორბლის გადაზიდვისათვის ადაპტირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალება. ქართველ მეწარმე გადამზიდავებს მოუწევთ შიდა ბაზარზე გადართვა, რაც გამოიწვევს, ისედაც მწირი ადგილობრივი ბაზრის ჩამოშლას. ჰიპოტეტიურად, მსოფლიოში, ხორბლის იმპორტი ხორციელდება რკინიგზა + ნავსადგურების ლოგისტიკური სქემით. ამ სქემით უნდა იხელმძღვანელოს საქარველომაც. სახელმწიფოს ამოცანას საქართველოში სატრატეგიული პროდუქციის მარაგების კონსოლიდაციის კუთხით, პირველ რიგში, საკუთარი რკინიგზის და პორტების დატვირთვა უნდა წარმოადგენდეს ისე, რომ კონკურენციის პირობები შენარჩუნდეს. არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს რკინიგზის კუთვნილი 1300 ერთეული ხორბალმზიდი პრაქტიკულად გამოუყენებელია და ამ ამოცანის გადაწყვეტა ბევრად ადრე უნდა მომხდარიყო," - ამბობს ცაგარეიშვილი.

ცნობისთვის, HUB Georgia-მ გასული წლის ზაფხულს გამართა დისკუსია საქართველოს წინაშე მდგარ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებსა და ქვეყნის სამომავლო ეკონომიკური დეოკუპაციის ხედვებთან დაკავშირებით.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის, ტრანსპორტის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ „ეკონომიკური დეოკუპაციის“ საკოორდინაციო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ბიზნეს-სექტორთან თანამშრომლობით და საერთაშორისო ორგანიზაციების/ფონდების მხარდაჭერით, მუშაობს საქართველოს ეკონომიკური დეოკუპაციის გრძელვადიან სტრატეგიაზე.

როგორც Hub Georgia-ში აცხადებენ, 2012 წლიდან დღემდე რუსული ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, 5-ჯერ გაიზარდა რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობპროდუქტების წილი ქართულ ბაზარზე, ხორბლის იმპორტი თითქმის მთლიანად მიება რუსულ ბაზარს, და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტები, რაც არის ნაღმი ჩვენი ეკონომიკისთვის და ნებისმიერ დროს შეიძლება იქნას ამოქმედებული ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან. 

შეგახსენებთ, რუსეთმა ხორბლისა და სხვა მარცვლეული პროდუქტების (ჭვავის, ქერის, სიმინდის) ექსპორტი შეაჩერა. შეზღუდვა 1-ელ ივლისამდე იმოქმედებს. ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა არ ეხებათ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებს.

31 მარტს რუსეთის მთავრობამ ესპორტზე არასატარიფო კვოტა დააწესა, კვოტის მოცულობა 7 მილიონ ტონას შეადგენდა და მისი ექსპლუატაცია მიმდინარე წლის 30 ივნისამდე უნდა განხორციელებულიყო. როგორც რუსული მედია იუწყება, ქვეყანამ აღნიშნული კვოტა სრულად ამოწურა. სწორედ ამის გამო სამინისტრომ მარცვლეულის აკრძალვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system