თავში

87 სოფლის 207 ოჯახში მზის პანელები დამონტაჟდა

87 სოფლის 207 ოჯახში მზის პანელები დამონტაჟდა
87 სოფლის 207 ოჯახში მზის პანელები დამონტაჟდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მზის პანელები დამონტაჟდა საქართველოს შვიდი რეგიონის იმ სოფლებში, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან, კერძოდ: მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, კახეთისა და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თქმით, ეს არის USAID-თან არაჩვეულებრივი თანამშრომლობის შედეგი.

„ეს არის არაჩვეულებრივი თანამშრომლობის შედეგი, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე USAID-მა გააკეთა დასახლებებისა და ოჯახების მონახაზი, შემდეგ სახელმწიფომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდის მეშვეობით შეიძინა მზის პანელები, ხოლო მუნიციპალიტეტის უშუალო ჩართულობით მოხდა აღჭურვილობის გადაცემა მოსახლეობისათვის, რაც მრავალი წლის განმავლობაში აპარატურის მოვლა-შენახვასაც გულისხმობს,“ - განაცხადა მზია გიორგობიანმა.

USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის თქმით, ეს დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ მცხოვრებთათვის.

„ეს დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ მცხოვრებთათვის. ჩვენ დღეს მოვისმინეთ სხვადასხვა თაობის ადამიანების ისტორიები და გვიხარია, რომ მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. USAID-ისთვის ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვითანამშრომლოთ სამინისტროსთან, რომელიც ჩვენი პარტნიორია არა მხოლოდ ამ ენერგო-პროექტში არამედ მრავალი სხვა მიმართულებით,“ - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა.

საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებისა და ქვეყნის ყველა მოქალაქის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით, USAID ენერგეტიკის პროგრამამ საქართველოს მთავრობას ტექნიკური დახმარება გაუწია, რაც ელექტროენერგიის ქსელის გარეშე დარჩენილ რეგიონებში, ელექტროფიკაციისთვის ყველაზე ეფექტიანი ტექნოლოგიის დანერგვას ითვალისწინებს

პროექტის მდგრადობის, მზის პანელების სწორად მოხმარებისა და სისტემის შეუსაბამო გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, USAID ენერგეტიკის პროგრამის მხარდაჭერით ადგილობრივ მოსახლეობას ტრენინგები ჩაუტარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system