თავში

88 139 ლარი დაავადებული ხეების ჭრისთვის დაიხარჯება

88 139 ლარი დაავადებული ხეების ჭრისთვის დაიხარჯება
88 139 ლარი დაავადებული ხეების ჭრისთვის დაიხარჯება

დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში დაავადებული ფიჭვებისა და ალვის ხეების სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს.

პირველ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-2 კორპუსთან განხორციელდა. აღნიშნულ მისამართზე 25 დაავადებული ფიჭვი, ორი ზეხმელი და ავარიული ალვის ხე მოიჭრა.

დიდუბის რაიონში წლის განმავლობაში ჯამში, 450-მდე დაავადებული ხის მოჭრაიგეგმება, რომელთა ნაცვლად, დიდუბის გამგეობა ჯანსაღი, დიდი ზომის ხეების დარგვას გეგმავს.

სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ ემ ბილდინგი“ ახორციელებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 88 139 ლარია.

დედაქალაქის მასშტაბით, სანიტარიული ჭრები ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელებისა და ჯანსაღი ხეების დაზიანების საპრევენციოდ ხორციელდება. ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას  ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი.

დასკვნის მიხედვით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარებაა აუცილებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system